მარტივი თესლი ააქტიურებს საჭმლის მონელებას, იმუნიტეტს, ღვიძლს და ჭარბ წონას აქრობს

2195

დღეს Vivien გთავაზობთ Jeera–ს რეცეპტს, რომლის დახმარებით სხეულის ფორმების აღდგენა და გარეგნობის გაუმჯობესება ძალიან ადვილია! ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ. ამ რეცეპტით წონაში დაკლებას ჯანსაღი გზით შეძლებთ.

ყველას საკუთარი მიზეზი აქვს გასახდომად. ამ სასმელის მიღებით, სწორი კვებით და მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშით შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ.

მას ფართოდ იყენებენ ინდოეთში იდეალური წონის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. საუბარია კვლიავის თესლზე. ნახეთ, რა უპირატესობას ფლობს:

რკინის წყარო

კვლიავის თესლი რკინის შესანიშნავი წყაროა. ეს მინერალი ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს.

საჭმლის მონელებას აუმჯობესებს

მას ტრადიციულად საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად იყენებენ. სამეცნიერო კვლევები ამ პროდუქტის ისტორიულ რეპუტაციას ადასტურებს. კვლიავის თესლი სტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლების ფერმენტების სეკრეციას. ეს ნაერთები საჭმლის სწორად მოსანელებლად და მკვებავი ნივთიერებების ასათვისებლად აუცილებელია.

შედეგად, ცხიმების, გლუკოზის და კარბონატების ეფექტურად დაშლას ხელს უწყობს. ასევე ღებინების, დიარეის და მეტეორიზმის მკურნალობაში გვეხმარება. საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებით წონის კლებას ხელს უწყობს.

წონის დაკლება

რეგულარული მიღებით ქოლესტერინს ოპტიმალურ დონეზე ინარჩუნებს და ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს ზრდის. ამრიგად, წონის კლებას ხელს უწყობს, ასევე მის ზრდას აფერხებს.

ძილის ხარისხს აუმჯობესებს

უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, თუ მას სათანადოდ არ უმკურნალებთ. ამ ნატურალური სასმელის მიღება ღამით კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ.

იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

რკინა იმუნური სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კვლიავი მას დიდი რაოდენობით შეიცავს. ასევე მასში A და C ვიტამინები შედის. კვლიავის წყლის სწორი მიღება იმუნური სისტემის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ტოქსინებს გამოდევნის

კვლიავის თესლი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს მავნე ტოქსინებისგან წმენდს. ასევე მჟავიანობას, გაზის წარმოქმნას და მუცლის შებერილობას ამცირებს.

წყალი Jeera-ს მომზადების რეცეპტი საიდუმლოს არ წარმოადგენს. ის მარტივია და ბევრ ინგრედიენტს არ მოითხოვს.

დაგჭირდებათ:

  • 1,5 ჩ/კ კვლიავის თესლი
  • 1 ლ წყალი

კვლიავის თესლი თერმოსში ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. მინიმუმ 20 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. 150-200 მლ თბილი ნაყენი ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს