83 წლის ქალმა, რომელსაც დემენცია აწუხებდა, შვილის დახმარებით მეხსიერება აღიდგინა

617

დღეს Vivien გიზიარებთ შთამაგონებელ ისტორიას 83 წლის სილვია ჰატცერის შესახებ, რომელსაც დემენცია აწუხებს და შვილის დახმარებით მეხსიერების აღდგენა შეძლო.

სილვია ჰატცერს, რომელიც პრესტვიჩში, მანჩესტერში ცხოვრობს, დემენცია აწუხებდა. მას საკუთარი შვილის ცნობაც არ შეეძლო. მეთვალყურეობის და მზრუნველობის გარეშე ცოტა ხნითაც ვერ რჩებოდა, ამიტომ მისი საავადმყოფოში მოთავსება გადაწყვიტეს.

სილვიას მეუღლე 22 წლის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა. მის ვაჟს, მარკ ჰატცერს ერთადერთი ახლობელი ადამიანის დაკარგვა არ სურდა და ამიტომ მისი დახმარება გადაწყვიტა.

„მას შემდეგ, რაც მამა და ძმა გარდაიცვალა, ჩვენი ოჯახი ძალიან შემცირდა. ყოველთვის ძალიან მეგობრული ვიყავით, ახლა კი მხოლოდ მე და დედა დავრჩით. თავს საშინლად ვგრძნობდი, როცა ვეღარ მცნობდა.

მე და დედა ერთმანეთს ძალიან ვენდობოდით, ყოველთვის ერთად დავდიოდით. მოულოდნელად, კი ვეღარ მცნობდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, თავი ასე მარტოსულად არასდროს მიგრძვნია. არავინ მყავდა, ვისაც დახმარებას და მხარდაჭერას ვთხოვდი“ – იხსენებს მარკი.

მარკმა სილვიას დანიშნული წამლების მიღების უფლება არ მისცა, რადგან წამლები ძალიან ძლიერი იყო და სილვიას მდგომარეობას აუარესებდა. ის ყოველგვარი ემოციის გამოხატვის უნარს კარგავდა.

შედეგად, სპეციალური დიეტა შექმნა, რომ დედას დემენციასთან ბრძოლაში დახმარებოდა. როცა მარკმა დემენციის შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ ჭკუასუსტობა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში ნაკლებად არის განვითარებული.

იცოდა, რომ ამას მიზეზი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, დედას ისეთ კერძებს უმზადებდა, როგორსაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში მიირთმევენ. რაციონში შედიოდა მოცვი, მარწყვი, ბრაზილიური კაკალი, ნიგოზი. ასევე ბროკოლი, კომბოსტო, ისპანახი, მზესუმზირას თესლი, მწვანე ჩაი, შვრია და ტკბილი კარტოფილი.

ასევე შემეცნებით ვარჯიშებს სთავაზობდა, მათ შორის თავსატეხებს და კროსვორდებს. უკვე ერთ თვეში სილვიამ მეხსიერების ნელ–ნელა აღდგენა დაიწყო.

„პირველი შედეგები მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შევნიშნეთ. დედა იხსენებდა ისეთ რამეს, როგორიცაა დაბადების დღეები, სახელები, მოვლენები. კვლავ ცოცხალი ხდებოდა, უფრო მხიარული და კომუნიკაბელური,“ – ამბობს მარკი.

„ადამიანები ითრგუნებიან, როცა დიაგნოზის შესახებ იგებენ. ფიქრობენ, რომ ცხოვრება დასრულდა. თქვენი მიზანი ჯანმრთელობის აღდგენა უნდა გახდეს.“

ალცჰაიმერის საზოგადოებას თავის ვებგვერდზე სილვიას მდგომარეობის შესახებ მარკის ბლოგი აქვს გამოქვეყნებული.

„ეს დედისთვის გავაკეთე, მაგრამ თუ სხვებსაც დაეხმარება, ძალიან ბედნიერი ვიქნები,“ – ამბობს მარკი.

მარკი და მისი დედა დედოფალი ელისაბედის ყოველწლიურ წვეულებაზე იყვნენ მიწვეულნი სილვიას მიღწევების და მარკის პოტენციური რევოლუციური გარღვევის ასაღიარებლად. ეს აღმოჩენა ეხმარება ბევრ ოჯახს, რომელთა ოჯახის წევრებიც დემენციით იტანჯებიან.

ეს წარმოუდგენელი და არარეალური ჩანს, მაგრამ ნამდვილად ასეა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს