მილიონობით ადამიანს აწუხებს ბარძაყების და მუხლების ტკივილი, რაც ხშირად გენეტიკურ მიდრეკილებას, დაზიანებას ან სახსრების ასაკობრივ ცვეთას უკავშირდება.
Vivien გიზიარებთ Harvard Health Publishing–ის მონაცემებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მენჯბარძაყის და მუხლების სახსრები. ასევე გასწავლით, როგორ გაიქროთ ტკივილი ხალხური საშუალებით.
„CDC-ის თანახმად, ამერიკელების თითქმის ნახევარს 85 წლის ასაკში მუხლის ართრიტი აწუხებს, მეოთხედში კი შეიძლება მენჯბარძაყის სახსრების ართრიტი იყოს განვითარებული. ამ სახსრების დაზიანება ახალგაზრდებშიც ხშირია.
ადამიანების უმეტესობას გარკვეულ მომენტში მუხლების ან ბარძაყების ტკივილი აწუხებს. ამ მსხვილ სახსრებს რთული ამოცანა აკისრიათ. მათ მთელი სხეულის წონა უნდა ატარონ და მოძრაობის ფართო დიაპაზონი უზრუნველყონ.
ისინი მთელი სხეულის წონას მხარს უჭერენ და სწორად უნდა იმუშაონ მობილობის უზრუნველსაყოფად, რომელსაც ბევრი ადამიანი თავისთავად მიიჩნევს, სანამ დაზიანება, ართრიტი ან სხვა პრობლემა საქმეში არ ჩაერევა“.
ტკივილი შეიძლება იყოს მტანჯველი და ინტენსიური. ტკივილის შესამსუბუქებლად ბევრი ადამიანი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს იყენებს.
ბარძაყების და მუხლების ხრტილების აღსადგენად ეფექტური და ბუნებრივი მეთოდიც არსებობს. შედეგად, მოკლე დროში ტკივილის მნიშვნელოვნად შემცირებას იგრძნობთ.
აი, როგორ უნდა მოამზადოთ.
ინგრედიენტები:
- პიტნა
- სალბი
- როზმარინი
- ბეგქონდარა
- 1 ლ წყალი
მომზადება:
წყალი გააცხელეთ. ადუღებულ წყალში ბალახების ნარევი ჩაყარეთ (თითოეული ბალახი თითო ჩაის კოვზი აიღეთ). თავსახური დაახურეთ და ნარევი 15 წუთით გააჩერეთ. ჩაი გადაწურეთ, თაფლით დაატკბეთ და მაცივარში შეინახეთ.
თითო ჭიქა ნარევი დღეში 2–ჯერ დალიეთ, ერთხელ დილით, უზმოზე, და კიდევ ერთხელ ძილის წინ. ტკივილის ინტენსივობა ერთ კვირაში შემცირდება და ყველა სიმპტომი გაქრება.
რეკომენდებულია მკურნალობის კურსი წელიწადში რამდენჯერმე გაიმეოროთ.