ჭარბი წონა და ტკბილეულისკენ ძლიერი ლტოლვა: დამნაშავე 5 მინერალის დეფიციტია

1999

ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად ოპტიმალური წონა უნდა შეინარჩუნოთ, ხოლო ჭარბი ცხიმის შემთხვევაში მინერალები მიიღოთ. Vivien გიამბობთ, თუ რომელი მინერალები უნდა მიიღოთ ჭარბი ცხიმის დასაწვავად და რატომ.

რომელი მინერალებია ეფექტური ჭარბი ცხიმის დასაწვავად

მინერალები და ვიტამინები კატალიზატორის როლს ასრულებენ და აჩქარებენ რეაქციებს, რომლებიც წონის კლების სიჩქარეს ზრდიან.

ზედმეტი კილოგრამების მოშორება უბრალოდ კალორიების შემცირება არაა. თქვენი კვება სავსე უნდა იყოს უცვლელი ვიტამინებით და მინერალებით, რომ მეტაბოლიზმის მაღალი დონე გქონდეთ.

რკინა

რკინის დეფიციტის დროს ორგანიზმი შეიძლება ანემიით იტანჯებოდეს. ეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მინერალური დეფიციტია.

როგორც წესი, ამ დროს ადამიანი მუდმივად დაღლილობას გრძნობს. მიზეზი: სხეულს ჟანგბადის გადასაზიდად რკინა სჭირდება. ამ მინერალის დეფიციტის დროს უჯრედები ჟანგბადის საკმარის მარაგს ვერ იღებენ. შედეგად, ფიზიკური ვარჯიში რთულდება. ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ფიზიკური ვარჯიში გასახდომად მნიშვნელოვანი ნაწილია.

დასკვნა: ყოველდღიურად საკმარისი რკინის მიღება აუცილებელია. მნიშვნელოვანი მინერალი შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო ხორციდან, როგორიცაა ინდაურის ხორცი. ისპანახი, ოსპი, მოლუსკები და მიდიები რკინის კარგი წყაროა.

კალციუმი

საშუალოდ, ზრდასრულ ადამიანს ყოველდღე დაახლოებით 1000 მგ კალციუმი სჭირდება. ეს მინერალი ძვლების და ქსოვილების ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ოსტეოპოროზისგან გვიცავს. კალციუმი არტერიულ წნევას არეგულირებს, წონას ამცირებს და კუნთების მასას ზრდის. კალციუმს იპოვით სეზამში, ისპანახსა და კაკალში.

ქრომი

როგორც რკინა და კალციუმი, ქრომი სხეულის სტაბილურ და ჯანსაღ წონას მხარს უჭერს. მინერალი შაქრის მეტაბოლიზმში მონაწილეობს.

სისხლში გლუკოზის დონე ინსულინის გაძლიერებული მოქმედების შედეგად რეგულირდება. ამ მინერალის გარეშე ინსულინის ფუნქცია ირღვევა და გლუკოზის დონე ირყევა. ამრიგად, ქრომი შაქარზე დამოკიდებულებას ამცირებს და ბუნებრივად კლებას ხელს უწყობს. კვების რაციონში ჩართეთ ღვიძლი, ჭარხალი, ქერის ბურღული და თევზი.

თუთია

თუთია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მადის დასარეგულირებლად და წონის დასაკლებად. მინერალი ჰორმონალურ ფუნქციებს და ინსულინის დონეს არეგულირებს. თუთიის მისაღებად რაციონში ჩართეთ ხორბლის აღმონაცენები, ძროხის ხორცი, ოსპი, კვერცხი, ნუში, ქათმის ხორცი, ბრაზილიური კაკალი, ზღვის პროდუქტები და ნიახური.

მანგანუმი

მინერალი სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს და ცხიმის ცვლისთვის აუცილებელია. ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას მხარს უჭერს, ეს კი წონის კლებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მანგანუმის შესანიშნავი წყაროა ხორბლის აღმონაცენები, კაკალი, შვრია, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და ანანასი.

ამ მინერალების დახმარებით შიმშილის გრძნობას გააკონტროლებთ და დაკლებას შეძლებთ. მათი დახმარებით გაუმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, კალორიების წვის უნარი და ბევრი სხვა რამ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს