Vivien გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომლებიც ბრტყელი მუცლის მიღებაში, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების, განსაკუთრებით მუცლის კუნთების ტონუსის გაზრდაში. ნახეთ, რომელი პროდუქტებია უფრო სასარგებლო ძლიერი და მიმზიდველი პრესის მისაღებად. კვებასთან ერთად ყოველდღიური ვარჯიში კუნთებს უფრო გააძლიერებს და ტონუსს შემატებს.
ვაშლი
ვაშლი შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებას, რომლებიც ცხიმს ებრძვიან და მუცლის ზონაში მატონიზირებელ პროცესს აუმჯობესებენ. ვაშლი მდიდარია უჯრედისით, რომელიც საჭმლის მონელების პროცესს პექტინის დონის წყალობით აუმჯობესებს. შედეგად, ნატურალურ ცხიმის მწველს მიიღებთ, რომელიც თანდათან სხეულის ფორმას გააუმჯობესებს.
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ბრტყელი მუცლის მიღებას ხელს უწყობს. მისი მთავარი თვისებაა მონოუჯერი ცხიმი, რომელიც სისხლში შაქრის მარეგულირებლის როლს ასრულებს. შედეგად, მას წვავს და ბევრის ჭამის საჭიროებას თავიდან გაცილებთ. ასე გადაძღომას თავიდან აიცილებთ.
ზღვის თევზი
პრესის ვარჯიშების შესრულებისას ცხიმიანი ზღვის თევზი უნდა მიირთვათ. ის შეიცავს ბევრ ომეგა 3–ს და ცხიმის წვას ხელს უწყობს. თევზის ცხიმოვანი მჟავები იმდენად ეფექტურია, რომ ცილებთან ერთად ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და კუჭის შებერილობას თავიდან გაცილებთ. შედეგად, ტანს უფრო მოხდენილს ხდის.
მარწყვი
მარწყვი ბევრ C ვიტამინს და უჯრედისს შეიცავს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენენ. ეს პროცესი ცხიმის მოშორებას აჩქარებს და, შესაბამისად, მუცლის ფორმას ხელს უწყობს. ამასთან, სხეულის სხვა ზონებშიც ჭარბ ცხიმს მოგაშორებთ.
ბანანი
გარდა იმისა, რომ გემრიელი ხილია, ბანანი იდეალური წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ქალების უმეტესობამ არ იცის, რომ ის იმდენივე კალორიას გაძლევთ, რამდენსაც ვაშლი. რა თქმა უნდა, ბევრ უჯრედისს და კალიუმს შეიცავს. დღეში 1–2 მწიფე ბანანის მიღებით ლამაზ მუცლის პრესს მიიღებთ.
შვრიის ფანტელები
ერთ–ერთი საუკეთესო პროდუქტი, რომელიც დილით შეგიძლიათ მიირთვათ. შვრიის ფანტელები უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით მუცლის პრესის ფორმირებას ხელს უწყობს. მასში შემავალი ცილები და ანტიოქსიდანტები საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს და ქოლესტერინს არეგულირებს.
კაკალი
კაკალი ბევრ მონოუჯერ ცხიმს შეიცავს. ყოველდღიურად ცოტა კაკლის და თესლი მიღება მუცელს იდეალურად ბრტყელს გახდის. ასევე კაკალი მდიდარია უჯრედისით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით და ცილებით.
კვერცხი
კვერცხით საუზმობა პრესის ფორმირებაში დაგეხმარებათ. ცილების წყალობით მეტაბოლიზმი სისტემას წმენდს და ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილების თავიდან აცილებას ხელს უწყობს. კვერცხი ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს.
წყალი
ეს ყველაზე გავრცელებული და ამასთან ყველაზე ეფექტურია რეკომენდაციაა გასახდომად. დღეში 6 ჭიქაზე მეტი წყლის დალევა ლამაზი პრესის ფორმირებას ხელს უწყობს. საჭმლის მომნელებელი სისტემა ყოველი ჭიქა წყლით მძიმე ცხიმებს იშორებს.