ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ადამიანს ნაწლავების, საჭმლის მონელების და მუცლის შებერილობის პრობლემები აწუხებს.
ექსპერტები ამას არასწორი კვებით, ასევე მავნე, დამუშავებული პროდუქტების მიღებით ხსნიან. პირველ რიგში, ასეთი პროდუქტი დიდხანს მუშავდება, რაც მათ დაგროვებას იწვევს. მეორეც, პრაქტიკულად სასარგებლო არაფერს შეიცავს, ამიტომ ორგანიზმი აუცილებელ ვიტამინებს ვერ იღებს და შიმშილი სწრაფად ბრუნდება.
ჯანსაღი ორგანიზმის შესანარჩუნებლად ნაწლავები დღეში მინიმუმ ერთხელ უნდა დაიცალოს, ასეთი კვება კი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ართულებს. შედეგად, მუცელი შებერილია, საჭმლის მონელება დარღვეული, ჩნდება ყაბზობა და არა მხოლოდ.
მკვებავი და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი, ასევე ნარჩენების დაგროვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. სწორედ ამიტომ, ნაწლავების მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაწმინდოთ. Vivien გთავაზობთ ერთ–ერთი მარტივ და ეფექტურ რეცეპტს ნაწლავების გასაწმენდად.
მთელი ორგანიზმი წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ გაწმინდეთ.
ინგრედიენტები:
- 150 გრ შავქლიავი (არა შებოლილი)
- 5 ჭიქა მდუღარე წყალი
- 150 გრ ფინიკი
მომზადება და გამოყენება
სამკურნალო საშუალება მარტივად მზადდება. წყალი აადუღეთ, შემდეგ შავქლიავი და ფინიკი დაუმატეთ.
ნარევი სუსტ ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოიღეთ და გააგრილეთ.
1 ს/კ ძლიერი ნარევი ყოველ დილით, უზმოზე დალიეთ და მალე თავს უკეთ იგრძნობთ.
ნარევი საჭმლის მომნელებელი სისტემის ბევრ პრობლემას მოგაშორებთ, როგორიცაა ყაბზობა, ასევე უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით საჭმლის მონელებას გააუმჯობესებს.
ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ!