სიმსივნე – დაავადება, რომლის პრაქტიკულად 100 %–ით მკურნალობა დაავადების გამოვლენის სიჩქარეზეა დამოკიდებული. ცნობილი ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა განკურნებადია, თუ ნაადრევ სტადიაზე გამოავლენთ. უბედურება იმაშია, რომ უმეტესობა მათგანი „ჩუმად“, სიმპტომების გარეშე ან უვნებელი დაავადების სიმპტომების ქვეშ ამოფარებული ვითარდება. ყურადღება მიაქციეთ ამ სიმპტომებს: რა თქმა უნდა, შეიძლება სიმპტომები მსუბუქი დაავადების ნიშანი იყოს, მაგრამ თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაწუხებთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.
Vivien გიზიარებთ სიმსივნის 7 ნაადრევ ნიშანს, რომელთა დახმარებით დროულად მკურნალობას და სიმსივნის დამარცხებას შეძლებთ.
მუდმივი ხველა ან ხრიწინი
ხშირად ხველა სიმსივნეს არ უკავშირდება, მაგრამ მუდმივი ხველა, რომელსაც ხრიწინი ახლავს, შეიძლება ფილტვების ან ხორხის სიმსივნის განვითარებაზე საუბრობდეს. ექიმს მიმართეთ და გულმკერდზე ფლუოროგრაფია ან რეტგენი მოსთხოვეთ, რომ წამონაზარდების არ არსებობაში დარწმუნდეთ.
ცვლილებები ნაწლავების მუშაობაში
თუ ნაწლავების დაცლა გიჭირთ, თუ თქვენი განავალი უფრო უხვი ან დეფორმირებულია, შესაძლოა ეს წამონაზარდის არსებობაზე საუბრობდეს, რომელიც ნაწლავების ნორმალურად დაცლას ხელს უშლის. ექიმს მიმართეთ და აუცილებლობის შემთხვევაში კოლონოსკოპიური გამოკვლევა ჩაიტარეთ და დარწმუნდით, რომ ნაწლავები წესრიგშია. რა თქმა უნდა, ბევრი ხილი და ბოსტნეული, ნაკლები წითელი ხორცი მიირთვით. როგორც კვლევა აჩვენებს, ყველაზე ხშირად სწორედ რაციონის დარღვევა იწვევს სწორი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას.
ცვლილებები შარდის ბუშტის მუშაობაში
პირველი და ყველაზე მთავარი ნიშანია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოფთ – შარდში სისხლის გაჩენა. ეს შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციების ნიშანი, ასევე შესაძლოა შარდის ბუშტის სიმსივნის განვითარებაზე გაფრთხილებდეთ.
მუდმივი აუხსნელი ტკივილი
ძლიერი ან მუდმივი ტკივილი სიმსივნეზე დამოუკიდებლად არ საუბრობს, მაგრამ ექიმთან დაუყონებლივ უნდა მიხვდეთ. თუ რომელიმე ზონაში ტკივილი მუდმივად გაწუხებთ, თუნდაც სუსტი ტკივილი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს არ გიშლით, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.
სისხლდენა
სისხლდენა, რომელიც მენსტრუაციულ ციკლს არ უკავშირდება, ექიმთან დაუყონებლივ მისვლის საბაბია. ძალიან ხშირად ასე თავს იჩენს საშვილოსნოს ყელის ან საკვერცხეების სიმსივნე. სწორი ნაწლავიდან სისხლდენა შეიძლება ნაწლავების სიმსივნის ნიშანი იყოს. მოკლედ, თუ თქვენს თეთრეულზე სისხლი შენიშნეთ – დაუყონებლივ ექიმს მიმართეთ.
წონის კლება
თუ ძალისხმევის გარეშე დაიკელით, არ გაგიხარდეთ – ხშირად ეს ორგანიზმში რაიმე დარღვევის ნიშანია. სამწუხაროდ, ხშირად სიმსივნის განვითარებაზე მეტყველებს. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ წონა შემცირდა, თქვენ კი კვების ჩვევა ან ცხოვრების წესი არ შეცვალეთ.
გადაყლაპვის სირთულე
ეს სიმპტომი ხორხის, საყლაპავის ან ფარისებრი ჯირკვლების სიმსივნის შესახებ გაფრთხილებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ყელში ბურთის გაჩხერას გრძნობთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.