თუ 40 წლის ხართ, თქვენი ორგანიზმი დაბერების გვერდით ეფექტებს უკვე განიცდის, მათ შორისაა სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით, მუხლების, მხრების და იდაყვების ტკივილი. ასეთი ტკივილი ართრიტის, რევმატიზმის, მოტეხილობის, გადატვირთვის, ასევე დაზიანების გამო შეიძლება წარმოიშვას.
ბევრი აბი და მალამო არსებობს, რომლებიც ტკივილის შემცირებას გვპირდებიან, მაგრამ რამდენ ხანსაც არ უნდა გამოიყენოთ, ტკივილი მაინც ბრუნდება. ასევე გვერდითი ეფექტები აქვს.
საბედნიეროდ, ხალხური მედიცინა გვთავაზობს ნატურალურ რეცეპტს, რომელიც პირველივე გამოყენების შემდეგ ტკივილს აქრობს. რაც კიდევ უკეთესია, ამ რეცეპტის ყველა ინგრედიენტი, დიდი ალბათობით, უკვე სამზარეულოში გაქვთ. საშუალება შეგიძლიათ მაცივარში 3-4 თვე შეინახოთ და აუცილებლობის შემთხვევაში ან პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ.
Vivien გირჩევთ მოამზადოთ და მისი ეფექტურობა თავად გამოცადოთ!
ინგრედიენტები:
- 100 გრ მდოგვის ფხვნილი
- 100 გრ ნატურალური თაფლი
- 5 ს/კ ზღვის ან ჰიმალაის მარილი
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან ნარევს არ მიიღებთ. მიღებული ნარევი მინის ქილაში გადაიტანეთ.
საშუალების გამოყენება ძალიან მარტივია. პროცედურა ძილის წინ ჩაიტარეთ, რომ კომპრესის შემდეგ სახსრებმა დასვენება შეძლოს.
ცოტა ნარევი მტკივნეულ ადგილას წაისვით, პარკი გადაიხვიეთ და ბეწვის თბილი შარფით შეიფუთეთ. 1,5-2 საათით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ და იმწამსვე შეიფუთეთ, შემდეგ დაიძინეთ.
პროცედურა 4-5 დღე ჩაიტარეთ. გაუმჯობესებას უკვე პირველი დღეს იგრძნობთ.
მდოგვი ჯანმრთელობისთვის ბევრ სასარგებლო მოქმედებას ფლობს. რეკომენდებულია, დღეში 3–ჯერ, 1/3 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი ჭამის დროს მიიღოთ. შედეგად, საჭმლის მონელებას გააუმჯობესებთ, პათოგენებს გაანადგურებთ, სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას გააქტიურებთ. ასევე ორგანიზმს ნაწლავების ინფექციებისგან დაიცავთ.