თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ისეთი საუზმე, რომელიც ორგანიზმს გააქტიურებს, ენერგით დამუხტავს და ჯანმრთელობას სარგებელს მოუტანს.
დღეს Vivien გთავაზობთ სასარგებლო საუზმეს, რომლის დახმარებით რამდენიმე კვირაში სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს დაარეგულირებთ. თუ ეს საკმარისი არაა, მისი დახმარებით მუცლის ცხიმს მოიშორებთ. ასევე ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებებით გაამდიდრებთ და ენერგიით დამუხტავთ. დიეტისთვის იდეალური საუზმეა.
მისი ინგრედიენტები ჯანმრთელობისთვის, ნივთიერებათა ცვლის გასააქტიურებლად და იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა. ასე წონის დაკლებას, მუცლის ცხიმის დაწვას და ზედმეტი ცხიმის მოშორებას შეძლებთ.
ის მდიდარია ხსნადი ბეტა–გლუკანის ბოჭკოებით, ნაერთებით, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აბალანსებს. ასევე მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს და გულს აძლიერებს. გარდა ამისა, ბევრ ცილას, უჯრედისს და მინერალს შეიცავს.
სასარგებლო საუზმე ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია. უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე რძე და სხვა რძის პროდუქტი. განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ართრიტი აწუხებს.
ინგრედიენტები 4 ულუფაზე:
- 1 ფინჯანი დაქუცმაცებული შვრია
- 2 ჭიქა წყალი
- რამდენიმე მწიკვი ვანილი
- ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 2 ს/კ თაფლი
- მწიკვი ზღვის მარილი
- 4 ს/კ ჩიას თესლი
ქვაბში წყალი ჩაასხით, დარიჩინი და ვანილი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და შვრია დაუმატეთ. 5 წუთით ადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. თავსახური დაახურეთ და 5 წუთით დააყენეთ.
თუ გსურთ, უფრო თხელი საუზმის მიღება, მეტი წყალი ან მცენარეული რძე დაუმატეთ.
და ბოლოს, თაფლი და მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ჩიას თესლი დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ კაკალი, თესლი და ქოქოსის ზეთი.
თქვენი ჩვეული საუზმე ამ გემრიელი და ჯანსაღი საკვებით რეგულარულად ჩაანაცვლეთ!