თანამედროვე მედიცინა ერთ ადგილას არ დგას, მაგრამ ძველი მედიცინა და სამკურნალო პრაქტიკა დღემდე ძალიან პოპულარულია!
ბუნებრივი მეთოდების მთავარი უპირატესობებია მათი უსაფრთხოება, ეფექტურობა, გვერდითი ეფექტების არ ქონა.
ადამიანი მუდმივად სტრესს განიცდის, ორგანიზმში ტოქსინები გროვდება. ეს ყველაფერი ქრონიკულ დაღლილობას და ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას იწვევს!
ყველა ორგანოს და სისტემის ნორმალური მუშაობის აღსადგენად ორგანიზმი უნდა გაწმინდოთ.
სისხლძარღვების და ლიმფური სისტემების მუშაობა სტრესის, დაძაბულობის, ცუდი ფეხსაცმლის, ასევე არასწორი დგომის გამო შეიძლება შენელდეს. სისხლის ან ლიმფური ნაკადის მიმოქცევის შეფერხება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, მიკრობებისგან დაცვაში, ასევე ტოქსინების გამოდევნაში ხელს უშლის.
ფეხის აბაზანა, რეფლექსოლოგია და ფეხის მასაჟი სისხლის მიმოქცევის, ლიმფური ნაკადის გაუმჯობესებასა და ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ.
დღეს Vivien გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ორგანიზმი ფეხის დეტოქს აბაზანით.
შინაურული დეტოქსი ფეხისთვის
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ საკვები სოდა
- 10 წვეთი აბუსალათინის ზეთი
- 2 ს/კ ინგლისური მარილი
- 5-6 ლ წყალი
ინსტრუქცია:
- ტაშტში თბილი წყალი ჩაასხით, მარილი, აბუსალათინის ზეთი და საკვები სოდა დაუმატეთ. ინგრედიენტები აურიეთ და ნახევარი საათით ფეხის აბაზანა მიიღეთ.
- ამის შემდეგ პირსახოცით შეიმშრალეთ და ცოტა დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ფეხის აბაზანა შესანიშნავი მეთოდია სხეულის მოსადუნებლად, ტკივილის შესამცირებლად, დასატენიანებლად და ორგანიზმის გასაწმენდად.
ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ!