თქვენი სისხლის ჯანმრთელობა იმუნურ სისტემასთან და ინფექციებთან ბრძოლის უნართან მჭიდრო კავშირშია. სისხლი უჯრედების ჟანგბადით გამდიდრებას და კვებას, ნარჩენების გამოდევნას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, სისხლის გაწმენდა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასევე ინფექციების და დაავადებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია.
სისხლის ბუნებრივად გასაწმენდად ღვიძლის და თირკმლების ჯანმრთელობა უნდა შეინარჩუნოთ. სისხლიდან ნარჩენების გამოდევნაში თქვენი ნაწლავები, ფილტვები და კანიც მონაწილეობს, ამიტომ მათ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ.
სისხლში ტოქსინების დაგროვებას ბევრი ფაქტორი იწვევს. მაგალითად, ჰაერში ბევრი დამაბინძურებელი ნივთიერების ზემოქმედება, მჯდომარე ცხოვრების წესი, გადამუშავებული საკვები პროდუქტების, მედიკამენტების მიღება, გარკვეული კოსმეტიკური საშუალებების და საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება სისხლის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს.
სწორი კვებით და ბალახების მიღებით სისხლს ტოქსინებისგან გაწმენდთ. Vivien გთავაზობთ ბალახებს და პროდუქტებს, რომლებიც ღვიძლს და თირკმლებს ტოქსინების გამოდევნაში ეხმარებიან და სისხლს წმენდენ. ამასთან, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვთ, რომლებიც სისხლის ჯანმრთელობას მხარს უჭერენ.
1. ნიორი
უმი ნიორი სისხლის გამწმენდი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც გოგირდის შემცველობის წყალობით ტოქსინებს გამოდევნის. მას ძლიერი ანტიმიკრობული თვისება აქვს, რომლის წყალობით სისხლს წმენდს და ნაწლავებს ბაქტერიების, პარაზიტებისა და ვირუსებისგან იცავს. შედეგად, სიმსივნისგან გვიცავს, გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და ბუნებრივი გზით დიაბეტს აკონტროლებს.
დაჭრილი ან დაქუცმაცებული ნიორი 10 წუთით გააჩერეთ, რომ ალიცინის წარმოება გააუმჯობესოთ.
2. ფურცლოვანი ბოსტნეული
კიდევ ერთი შესანიშნავი საკვები პროდუქტი, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს ბუნებრივი გზით მოგაშორებთ. მასში შემავალი ნაერთები ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს და თავიდან გაცილებთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნე, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.
ფურცლოვანი ბოსტნეული შეიცავს ქლოროფილს, რომელიც ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ძლიერი და ჯანმრთელი სისხლის შექმნას ხელს უწყობს. თავისუფალ რადიკალებს და ტოქსინებს უკავშირდება და მათ ნეიტრალურ ნივთიერებად აქცევს, შედეგად, სისხლს წმენდს.
3. ბაბუაწვერა
ბაბუაწვერა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სისხლის გასაწმენდად და დეტოქსიკაციისთვის გამოიყენება. ასევე A, B, C და K ვიტამინების მდიდარი წყაროა, რომლებიც სისხლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
მერილენდის უნივერსიტეტის თანახმად, ბაბუაწვერას ფოთლები და ფესვები ღვიძლის და თირკმლების სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ.
4. ოროვანდი
მას გამწმენდი თვისებები აქვს. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში სისხლის გასაწმენდად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
5. წითელი სამყურა
მას ძლიერი გამწმენდი თვისებები აქვს, სისხლის გაწმენდა შეუძლია. შეიცავს ბევრ ვიტამინს და მკვებავ ნივთიერებას, რომლებიც სისხლის ჯანმრთელობას აძლიერებენ და ნარჩენების დაგროვებას ამცირებენ.
წითელ სამყურას შარდმდენი თვისებები აქვს, ამის ხარჯზე ტოქსინებს გამოდევნის, ღვიძლს წმენდს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფილტვებს ასუფთავებს.
6. ვაშლის ძმარი
ნატურალური ვაშლის ძმარი შეიცავს ბუნებრივ ანტისეპტიკურ ნაერთებს, რომლებიც ინფექციებს ანადგურებენ. ph დონეს ბუნებრივი გზით აბალანსებს.
ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ვაშლის ძმარი ღვიძლის და თირკმლების ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ანტიოქსიდანტური ფერმენტების დონეს ზრდის. ბევრი სპეციალისტი გვირჩევს, 1–2 ს/კ ვაშლის ძმარი 1 ჭიქა წყალთან ერთად ყოველდღე დავლიოთ, რომ ღვიძლი ტოქსინებისგან დავიცვათ.
7. ჭარხალი
ჭარხალი შეიცავს აქტიურ გამწმენდ ნივთიერებას, რომელიც ღვიძლის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სისხლიდან ტოქსინებს გამოდევნის. ასევე მკვებავი ნივთიერებების და ვიტამინების ათვისებას ზრდის, არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს ამცირებს, გულის დაავადებებს თავიდან გვაცილებს. ჭარხალი იმუნურ სისტემას ზრდის, სისხლს წმენდს.
8. ბროკოლი
ამ ბოსტნეულს შესანიშნავი დეტოქს თვისება აქვს. ბროკოლის ყლორტებს განსაკუთებით ძლიერი გამწმენდი თვისება აქვს. ის ღვიძლის და თირკმლების მუშაობას მხარს უჭერს.
9. კურკუმა
მას გასაოცარი დეტოქს თვისებები აქვს. კურკუმა თქვენს რაციონში ჩართეთ – ეს სისხლის გამწმენდი ერთ–ერთი მეთოდია.
10. კაიენის წიწაკა
კაიენის წიწაკა შეიცავს კაპსაიცინებს, რომლებიც სისხლის გამწმენდ ბევრ თვისებას ფლობენ. კაპსაიცინი ნაერთია, რომელიც კაიენის წიწაკას და ჩილის წიწაკას სასიამოვნო, ცხარე გემოს ანიჭებს.
11. ოხრახუში
ამ სისხლის გამწმენდ ბალახს შარდმდენი თვისებები აქვს, ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტების სწრაფად გამოდევნას ხელს უწყობს, ღვიძლს იცავს და მის ეფექტურად მუშაობას ხელს უწყობს.
12. მოცვი
მოცვი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც სისხლს წმენდენ. მოცვი სიმსივნის განვითარების რისკს და არტერიულ წნევას ამცირებს, კანს დაბერებისგან იცავს.
13. სელის თესლი
სელის თესლი ორგანიზმის ბუნებრივად გაწმენდას ხელს უწყობს, სისხლს აუმჯობესებს. ასევე უჯრედისის კარგი წყაროა, ორგანიზმს ეხმარება მსხვილი ნაწლავიდან ნარჩენები სწრაფად და მარტივად მოიშოროს.
გამოყენებამდე სელის თესლი ყოველთვის დააქუცმაცეთ და დაფქული სელის თესლი არ შეიძინოთ. ასე სისხლს და ორგანიზმს მაქსიმალურ სარგებელს მოუტანთ.
14. უნკარია
შარდის და ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე სისხლს წმენდს. იმუნურ სისტემას აძლიერებს და ნორმალურ სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს.
15. კოჭა
კოჭა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, სისხლძარღვების ჟანგვით სტრესს თავიდან გაცილებთ.
მას ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. შედეგად, სხვადასხვა სახის სიმსივნის, მათ შორის კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, პროსტატის, საშვილოსნოს ყელის და ძუძუს კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ.
16. ლიმონი
კიდევ ერთი საუკეთესო მეთოდი სისხლის და ღვიძლის ტოქსინებისგან გასაწმენდად. შედეგად, ღვიძლი უფრო მეტ ფერმენტს აწარმოებს და სისხლს უკეთ წმენდს.
17. წყალი
ტოქსინებისგან თავისუფალი, ჯანმრთელი სისხლის შესანარჩუნებლად ბევრი წყალი უნდა დალიოთ. წყალი სისხლის სისქეს დაარეგულირებს და თრომბის წარმოქმნას თავიდან აგაცილებთ.
ჟურნალი Nutrition Reviews ბევრი სითხის მიღებასა და სისხლის გაწმენდას შორის კავშირს განმარტავს. ბევრი წყლის დალევა თირკმლებს სისხლის ნარჩენებისგან ფილტრავს. ასევე ჯანმრთელი სისხლის მოცულობის შენარჩუნებას და მაღალი არტერიული წნევის რისკის შემცირებას ხელს უწყობს.