როცა საქმე სახის ჯანსაღ იერს ეხება, კვერცხის ცილა თქვენი ერთ–ერთი საუკეთესო მოკავშირეა. სხვა ინგრედიენტებთან (ლიმონი და თაფლი) ერთად აკნეს და გამონაყარს ამცირებს. თუ კანის დატენიანება და გამოკვება გსურთ, კვერცხის გულის, ზეითუნის ზეთის და ბანანის ნარევი გამოგადგებათ.
კვერცხის ცილა მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, რომელიც მოქმედებს, როგორც ღრმა გამწმენდი და კანის მკვებავი საშუალება. ასეთი ნიღბის გამოყენებით უფრო ახალგაზრდულ სახეს მიიღებთ.
Vivien გთავაზობთ საუკეთესო ნიღბებს, რომლებიც ზუსტად კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ. უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ შედეგი აღგაფრთოვანებთ!
1. კვერცხის ცილა, ლიმონის წვენი და თაფლი
კვერცხის ცილა ათქვიფეთ, ½ ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. ლიმონის წვენი მოქმედებს, როგორც ბუნებრივი შემკვრელი, გამონაყარს აქრობს და პიგმენტურ ლაქებს აღიავებს.
ინგრედიენტები აურიეთ და თქვენი ნიღაბი მზადაა. გამოყენების წინ სახე გაისუფთავეთ, ასე საუკეთესო შედეგს მიიღებთ. ნიღაბი საღამოს, ძილის წინ გაიკეთეთ. 10-15 წუთით გაიჩერეთ და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
2. კვერცხის ცილა, ვაშლი და შვრიის ფანტელები
კვერცხის ცილა ათქვიფეთ და 1 ჩ/კ გახეხილი ახალი ვაშლი, ასევე 1 ს/კ დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები დაუმატეთ. აურიეთ და სუფთა კანზე 15-20 წუთით წაისვით. ჩამოიბანეთ და შედეგით დატკბით.
3. კვერცხის ცილა, ბანანი, თაფლი და ზეთი
კვერცხის ცილას 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ბანანი, თაფლი და ზეთი დაუმატეთ. ნუშის, ზეითუნის, ჟოჟობას ან ავოკადოს ზეთი გამოიყენეთ.
კანზე 15-20 წუთით წაისვით და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
4. კვერცხის გული, ზეთი და თაფლი
ნიღაბი ძალიან მკვებავია და ყველაზე გადაღლილი კანის გარდაქმნაც შეუძლია.
კვერცხის გული, 1 ჩ/კ ზეითუნის, ნუშის, ავოკადოს ან ჟოჟობას ზეთი და 1 ჩ/კ თაფლი აურიეთ. 25 წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
ამ ნიღბების გამოყენებით სიამოვნებას მიიღებთ, შედეგი კი გაგაოცებთ!