აი, როგორ ვატარე 8 დღის განმავლობაში ერთი და იგივე შარვალი, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოვიყურებოდი

2199
აი, როგორ ვატარე 8 დღის განმავლობაში ერთი და იგივე შარვალი, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოვიყურებოდი
აი, როგორ ვატარე 8 დღის განმავლობაში ერთი და იგივე შარვალი, მაგრამ ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოვიყურებოდი

როგორც გოგოების უმეტესობას, მეც მინდა რომ მოდურად, ეფექტურად, როგორც იტყვიან უკანასკნელი მოდის მიხედვით ჩავიცვა. სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, ბიუჯეტის ზომა და ამასთან კარადის ზომაც უსაზღვრო არაა. სწორედ ამიტომ გამოსავლის ძებნა დავიწყე და ნივთების კომბინაცია ვისწავლე ისე, რომ ყოველდღე სხვადასხვანაირად გამოვიყურები.

იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთი ჩაცმა შესაძლებელია, ექსპერიმენტი ჩავატარე და ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი შარვალი ჩავიცვი. ერთი და იგივე შარვალი სამსახურსა და საქმიან შეხვედრას, ბაღში ბავშვის გამოყვანის დროს, მეგობრებთან შეხვედრის დროს და რომანტიკულ პაემანზეც კი.

დღეს გიამბობთ, თუ რა გამოვიდა.

ორშაბათი. სამუშაო დღე


პრობლემა რომ არ შექმნილიყო “ვიყიდე ნივთი, მაგრამ არ ვიცი რასთან ერთად ჩავიცვა” და “კარადა სავსეა, მაგრამ ჩასაცმელი არაფერი მაქვს”, ვყიდულობ ნივთს მხოლოდ მაშინ, როცა ზუსტად ვიცი რომ მინიმუმ 3 ვარიანტის შექმნას შევძლებ. ასე კაფსულის გარდერობი იქმნება – მინიმუმი ნივთებით უფრო ბევრი კომპლექტი.

ჩემთვის სწორედ ასეთი ნივთი გახდა ფართო სტილის წითელი შარვალი, რომელიც კოსტიუმის მსგავსი ქსოვილისგან იყო შეკერილი. ამ ნივთით სხვადასხვა სტილის შექმნა შეიძლება და ყოველთვის ახალი ლუქის იმიჯი ექნება. გარდა ამისა, საკმაოდ იაფიც არის.

სამშაბათი. აქტიური და დატვირთული დღის სტილი


კომპლექტის შექმნის პრინციპზე გიამბობთ, რომელიც ერთ-ერთი ბლოგერიდან ვისწავლე და უკვე დიდი ხანია ვიყენებთ. ერთ კონკრეტულ ნივთს ვიღებ, რომელსაც ვიცვამ დღეს, ხვალ და მასთან უკვე გარდერობის სხვადასხვა ელემენტებს ვცვლი ამინდის და სიტუაციის მიხედვით. ნივთი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს: ფეხსაცმელი, ქუდი ან აქსესუარი. ამ შემთხვევაში ეს ნივთია შარვალი.

ამასთან ვცდილობ სხვა ნივთი ისე შევუხამო, რომ სრულად ახალი ლუქი მივიღო. ასე მთელი გარდერობი ჩართულია და რომელიმე ნივთი წლობით დაკიდული არაა. კრეატიულად ჩაცმა კი დიდი გარდერობის ილუზიას ქმნის.

ოთხშაბათი. სამსახურში, როგორც წვეულებაზე


ბევრი ლეოპარდის ნივთებს უგემოვნოდ თვლის. თუმცა წითელი შარვალი, ლეოპარდის კოსტიუმი და ფეხსაცმელი ერთმანეთს კარგად “დაუმეგობრდნენ”. ცხოველის პრინტი ძალიან ეფექტურია, ამასთან 2018 წლის შემოდგომაზე სწორედ რომ ახალი ტრენდია.

თავის კოლექციებში ის წარმოადგინეს ისეთმა დიზაინერებმა, როგორებიც არიან Dolce&Gabbana, Kenzo, Michael Kors, Max Mara და სხვები.

ხუთშაბათი. სპორტულ სტილში


სპორტული, კომფორტული ყოველდღიური სტილი. ბადე კოლგოტი, მაისურზე ბაფთა და წითელი შარვალი.

ხუთშაბათი, საღამოს. მეგობრებთან შეხვედრა


ფერების ეფექტური შეხამება. ლურჯი ფერის მაისური და აქსესუარები – ლურჯი ფერის ჩანთა და ყელსაბამი იდეალური ვარიანტია. სრულად ახალი ლუქი სახეზეა.

პარასკევი. როცა დილით უკვე შემოდგომის სუნთქვას გრძნობ


როცა დილით უკვე სუსხს გრძნობთ, შეგიძლიათ წყალგაუმტარი ფეხსაცმელი ჩაიცვათ და მხრებზე შარფი მოიხვიოთ. უხეში ბოთები და ჩანთა ძალიან ხულიგანი გოგოს იმიჯს შეგიქმნით.

ასეთი ბოთები შეიძლება გარდერობის საბაზო ნივთად ჩაითვალოს. ეს ტანდემი დაგეხმარებათ, ერთი მხრივ წვეულების გრადუსის შესამცირებლად და მის ყოველდღიურ სტილში ჩასართველად. მეორე მხრივ, უხეში ბოთებით და შარფით ახალი მოდური და აქტუალური სტილის შექმნა შევძელით.

პარასკევი, საღამო. გარეთ გასვლა


კაბები, პერანგები, მაისურები და ქურთუკები, რომლებიც მხრებს აშიშვლებს უკვე არაერთი სეზონი მოდაშია. ასეთი სტილი ქალურობის დახვეწილი დემონსტრირებაა. მოშიშვლებული ქურთუკის და წითელი შარვლის ლუქს, პატარა ჩანთა და ლეოპარდის პრინტის ფეხსაცმელი დავუმატე.

შაბათი, ბუნებაში გასეირნება


ჯორჯო არმანი ამბობდა: “თეთრ მაისურს ყოველთვის მოდური ანბანის ალფად და ომეგად ვთვლიდი”. ხოლო მაისური ფრაზებით და წარწერებით უკვე თანამედროვე სტილია. მაგ., Dior-ის მაისური წარწერით we should all be feminists (ჩვენ ყველა ფემინისტები უნდა ვიყოთ) ყველაზე მოდური და ცნობილი ნივთი გახდა 2017 წელს. ჩემი მაისურის პრინტი კი გასული წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ეხება.

შესაძლოა, წითელი შარვლის და თეთრი მაისურის ლუქი მოსაწყენი ყოფილიყო, რომ არ დამემატებინა აქსესუარი მრგვალი ჩანთის და ჩალის ქუდის სახით.

შაბათი, საღამო. რომანტიული პაემნის სტილი


მეუღლესთან რომანტიული საღამოსთვის შარვალს ვარდის ფორმის ზოლებიანი ზედა შევუხამე. ეს მაისური შევაკერინე და შთაგონება კერი ბრედშოუ სერიალიდან “სექსი დიდ ქალაქში” გახდა. ცივი ამინდის შემთხვევაში ზემოდან ქურთუკის მოცმაც შეიძლება, ხოლო სანდლები შეგიძლიათ ბოთებით ჩაანაცვლოთ. ასე უფრო თბილი და მიწური იმიჯის შექმნას შეძლებთ.

კვირა. ნათელი სტილი ცივ ამინდში


სხვადასხვა შეფერილობის წითლის კომბინაციამ პოდიუმი და მოდის მოყვარულების გული 2017 წლის შემოდგომაზე უკვე დაიპყრო. წელს total red თავისი არსებობა გააგრძელა და თავის კოლექციებში Dolce&Gabbana, McQueen, Valentino წარმოადგინეს. შეიძლება ვთქვა, რომ ეს ნამდვილი ბომბაა. ძალიან ძლიერი ენერგიის მოზღვავება და მხნეობის შეგრძნება. და შეუმჩნეველი ვერ დარჩებით.

ორშაბათი. კვლავ სამსახურში


შემოდგომის ცვალებადი ამინდის გამო, პალტო კვლავ ჯაკეტით ჩავანაცვლე და საკმაოდ საქმიანი სტილი მივიღე 3 კლასიკური ფერის: წითელი, თეთრი და შავი – შეხამებით. სიტყვაზე, ტყავის ქამარი კოსტიუმს დანამატი – ქმრის გარდერობიდან ავიღე.

როგორ შევადგინოთ კომპლექტი
ეცადეთ ყურადღებით გაანალიზოთ მოდური მაგალითები მოდის ჩვენებებიდან, მოდის ბლოგერებიდან და უბრალოდ ქალებს ქუჩაში დააკვირდით. ასე შეძლებთ იმის განსხვავებას, თუ რა არის მოდური და რა არა, ნივთების კომბინაციის უნარი თავად არ მოდის.

სტილის შეხამების არ შეგეშინდეთ, შეურიეთ, გააკეთეთ ექსპერიმენტი. ასე ბევრ ქალურ, თანამედროვე და ეფექტურ ლუქებს შექმნით.

და ბოლოს, პოლიტიკა გქონდეთ ასეთი, რომ პირველ რიგში ინვესტიცია ფეხსაცმელსა და აქსესუარებში ჩადეთ. თუ კარგი ფეხსაცმელი არ გეცმევათ, ვერანაირ ლუქს ვერ შექმნით. ხოლო სხვადასხვა აქსესუარები – ქამარი, ჩანთა, საყურე, ყელსაბამი, ქუდები, კოლგოტები – უკვე მოძველებულ ნივთებს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს.

თქვენ რა ხრიკებს იყენებთ, რომ გარდერობი სხვადასხვანაირი იყოს და თან მოდური ტენდეციებს შეესაბამებოდეს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს