დღეს ბაზარზე ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და წონის დასაკლებად ბევრი დანამატი არსებობს. უმეტესობა მათგანი ეფექტური არაა და შეიძლება ზიანიც მოგაყენოთ. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ბუნებრივ საშუალებებს მიმართავს, რომ ნორმალური წონა და ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.
ექიმი–ნატუროპათები გირჩევენ ბალახებს, ხილს და ბოსტნეულს ორგანიზმის ფუნქციების დასაბალანსებლად. ამ საშუალებების დახმარებით ორგანიზმი ნორმალურ წონას უბრუნდება, რომ ჯანმრთელობა და ბალანსი აღადგინოს.
დღეს Vivien გიზიარებთ რეცეპტს, რომელსაც გახდომის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ. მათ აღმოაჩინეს, რომ რეცეპტი ცხიმის წვას ზრდის. ამას ხელს უწყობს მასში შემავალი ინგრედიენტები, რომლებიც მთელ ორგანიზმს შესანიშნავად ააქტიურებენ.
ხალხური საშუალება შეიცავს კალიუმს, უჯრედისს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კვებას, ენერგიით დამუხტვას და სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას ხელს უწყობს. კალიუმი გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სუპერ ნარევი ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნას და საჭმლის კარგად მონელებას ხელს უწყობს. შედეგად, ორგანიზმს მკვებავი ნივთიერებების უკეთ ათვისებაში ხელს უწყობს, რაც წონის კლებაზეც გავლენას ახდენს.
ამასთან ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, სისხლის მიმოქცევას და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს. დამატებით, ცხიმის წვას ზრდის, ადამიანს დიდი ხნით ანაყრებს და მადას ამცირებს. მადის დამაქვეითებელი ნატურალური საშუალება უსაფრთხოა და საწინააღმდეგო ეფექტს არ იძლევა.
საშუალება თერმოგენული საკვებია. სხეულის ტემპერატურას ზრდის და ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს, ამიტომ უფრო მეტ ცხიმს წვავს.
ნატურალური საშუალება ორ მთავარ ინგრედიენტს შეიცავს: სელის თესლი და მოცვი.
სელის თესლის უპირატესობა მასში შემავალი ნახშირწყლების დაბალი შემცველობით არის გამოწვეული. დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას (33-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე გაღვივებული ხორბალი). ამასთან დიდი ხნით გვანაყრებს. სელის ზეთი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარს იცავს და იდეალურია მგრძნობიარე კუჭისთვის.
მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს. მისი დახმარებით წონას უფრო სწრაფად დაიკლებთ.
გასახდომი, სისხლში შაქრის დამარეგულირებელი, იმუნიტეტის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის გამაძლიერებელი რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ სელის თესლი
- 1 ფინჯანი გაყინული ან ახალი მოცვი
- მწიფე ბანანი
- ცოტა ახალი კოჭის ფესვი (გემოვნებით)
- ნახევარი ჭიქა ისპანახი
- 2 ს/კ სეზამის თესლი
- 1 ჭიქა წყალი
თესლი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ და მინიმუმ 30 წუთით დააყენეთ. შემდეგ ბლენდერის ჭიქაში გადაიტანეთ და დააქუცმაცეთ. ამის შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
რეკომენდებულია საუზმის მიღებამდე 30-50 წუთით ადრე ან საკვების მიღებებს შორის დალიოთ.
თუ მოცვი არ გაქვთ, მარწყვით ან მოცხარით ჩაანაცვლეთ.