2 დღიანი დეტოქს დიეტა თირკმლებს და ღვიძლს გაწმენდს, ტოქსინებს და ჭარბ წონას მოგაშორებთ

1277

დიეტა ჰიპოკალორიული არ უნდა იყოს, ანუ არ უნდა იშიმშილოთ. თუ ნორმაზე ნაკლებს შეჭამთ, ორგანიზმი საპირისპიროდ იმოქმედებს, ნივთიერებათა ცვლას შეანელებს და გადასარჩენად მეტ ცხიმს შეინახავს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზმის გაწმენდა?

ადამიანის ორგანიზმში არსებობს გამწმენდი ორგანოები, როგორიცაა ღვიძლი, თირკმლები და მსხვილი ნაწლავი. თუმცა ტოქსინების ჭარბი რაოდენობა მათ ეფექტურ მუშაობას ამცირებს. სწორედ ამიტომ, წელიწადში მინიმუმ 2–3–ჯერ გაწმენდა აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად ფუნქციონირება და ოპტიმალური ჯანმრთელობის შენარჩუნება შეძლოს.

Vivien გთავაზობთ დეტოქს დიეტას, რომელიც მხოლოდ 2 დღე გრძელდება. სწორედ ამიტომ, დასვენების დღეებისთვის იდეალურია. შედეგად, ორგანიზმს სასიცოცხლო ძალას და ენერგიას შემატებთ.

2 დღიანი დეტოქს დიეტა

საუზმე: კინოა ქიშმიშით

ორივე ინგრედიენტი მდიდარია უჯრედისით და მკვებავი ნივთიერებებით, განსაკუთრებით ცილებით და ფოსფორით.

თუ უფრო ჯანსაღი საუზმის გაკეთება გსურთ, კინოა მოხარშეთ, ნუშის ან სეზამის რძე და ქიშმიში დაუმატეთ.

წახემსება:

  • 1–ლი ვარიანტი: ანანასის (ან კივის), კომბოსტოს, კიტრის (ან ვაშლის), ლიმონის და პიტნის სმუზი.

კომბოსტოს ფურცლები და კიტრი გარეცხეთ და ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ. შემდეგ ანანასის რამდენიმე ნაჭერი, ლიმონის წვენი (გემოვნებით), 1 მუჭა პიტნა დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. სასურველია, დაუყონებლივ დალიოთ.

  • მე–2 ვარიანტი: კიტრი (ან ვაშლი), სტაფილო, ნიახური.

კიტრი ან ვაშლი, სტაფილო და ნიახურის ღეროები ან ნებისმიერი სხვა ბოსტნეული თქვენი გემოვნებით თხელ ნაჭრებად დაჭერით. ზეითუნის ზეთი მოასხით და მწიკვი ჰიმალაის მარილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ.

სადილი: ხილის სმუზი

1 მუჭა მოცვი, 1 ს/კ ჩიას თესლი (ან დაფქული სელის თესლი), 1 ბანანი, 1 ფინჯანი ნუშის ან სეზამის რძე (უშაქრო) და ცოტა თაფლი აიღეთ. ყველაფერი დააბლენდერეთ და იმწამსვე დალიეთ.

სამხარი: ისეთივე, როგორც დილით წახემსება.

ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი

წვნიანში უნდა შედიოდეს ნიახური, ხახვი, ნიორი, კომბოსტო, ცოტა კვლიავი, სტაფილო და ნახევარი კარტოფილი.

დიეტა მეორე დღეს გაიმეორეთ და მზადაა, მიზანი მიღწეულია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს