გასტრიტი ლორწოვანი გარსის ანთებაა. ლორწოვანი გარსი კუჭს ფარავს და კუჭის წვენიდან წარმოებული მჟავიანობისგან იცავს. სწორედ ამიტომ, გასტრიტმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, ღებინება და წვა, ასევე სხვა გამაღიზიანებელი სიმპტომები.
რა იწვევს გასტრიტს – მთავარი მიზეზები
გასტრიტის განვითარებას ბევრი მიზეზი იწვევს, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხდება – გარკვეული მედიკამენტების მიღება, როგორიცაა ასპირინი ან იბუპროფენი, ასევე ალკოჰოლური სასმელების, შემწვარი და გადამუშავებული პროდუქტების მიღება ან ბაქტერია Helicobacter pylori–ით გამოწვეული ინფექციები.
ნატურალური საშუალებები გასტრიტის საწინააღმდეგოდ
თუ გასტრიტის სიმპტომები გაწუხებთ და უმოკლეს ვადაში მისი მოშორება გსურთ, შინაურული საშუალებები თქვენი მოკავშირეები გახდებიან. Vivien გთავაზობთ საუკეთესო ხალხურ საშუალებებს გასტრიტის სამკურნალოდ.
1. გვირილა
გვირილას დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. შედეგად, ტკივილს აქრობს, ღებინებას ებრძვის და მუცლის შებერილობას ამცირებს.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ გვირილას ყვავილები
- 1 ჩ/კ მწვანე ჩაი
- რამდენიმე პიტნის ფოთოლი
თერმოსში მოათავსეთ და 1 ლ ძალიან ცხელი წყალი დაასხით. 15 წუთით გააჩერეთ და გადაწურეთ.
დღეში 1–2 ფინჯანი ჩაი პროფილაქტიკის მიზნით დალიეთ. თუ გასტრიტის სიმპტომებს ებრძვით, დღეში 2–3 ფინჯანი ამოცანას უმოკლეს ვადაში გაუმკლავდება.
2. კოჭა
კოჭა ნატურალური ინგრედიენტია, რომლის ყიდვას ნებისმიერ სუპერმარკეტში შეძლებთ. ის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს.
ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებების გამო შეშუპებას და მუცლის ტკივილს უმკლავდება. კუჭ–ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ ხშირად იყენებენ.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ ახალი კოჭის ფესვი
- 1 ლ წყალი
- ცოტა თაფლი
როცა წყალი ადუღდება, კოჭის პატარა ნაჭერი დაუმატეთ და ნაყენი ცეცხლიდან გადმოდგით. დაახლოებით 15 წუთით გააჩერეთ, თაფლი დაუმატეთ და პატარა ყლუპებით დალიეთ.
დღეში 1 ფინჯანი კოჭი ჩაი შეგიძლიათ 1 კვირის განმავლობაში დალიოთ.
3. პიტნა
ეს მცენარე თავისი ჯანსაღი, სასიამოვნო და მოსადუნებელი არომატით ცნობილია. მით უფრო, მისი გამოყენება შეგიძლიათ არა მხოლოდ სახლის არომატიზაციისთვის, არამედ გასტრიტის გასაქრობად. ანტიბაქტერიული, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებები, რომლითაც პიტნა მდიდარია, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას ფანტასტიკურად ამცირებს.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ პიტნის ფოთლები
- 400 მლ წყალი
- ცოტა თაფლი
წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, პიტნის ფოთლები დაუმატეთ და 10 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და თაფლი დაუმატეთ.
დღეში 2 ფინჯანი ჩაი ჭამის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ, რომ გასტრიტის უსიამოვნო სიმპტომები უმოკლეს ვადაში მოიშოროთ.
თუ გსურთ, შინაურული ხრიკები ეფექტური იყოს, ჯანმრთელ და დაბალანსებულ კვებასთან კომბინაციაში გამოიყენეთ.