სიმპტომები, რომელიც ძუძუს კიბოს გაზრდილ რისკზე მიგანიშნებთ

1352

ძუძუს კიბო ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ქალს აწუხებს. Vivien გირჩევთ, ძუძუს კიბოს სიმპტომებს გაეცნოთ და თავს გაუფრთხილდეთ.

ჩვეულებრივ, დაავადება 40 წლიდან ვითარდება, მაგრამ დროთა განმავლობაში რისკი იზრდება. სწორედ ამიტომ, სიმსივნის ნაადრევ სტადიაზე გამოსავლენად ანალიზის ხშირად ტარება მისი თავიდან აცილების შანსებს ზრდის.

შესაძლო სიმსივნის გამოსავლენად საკუთარი სხეულის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ძუძუს კიბოს ნაადრევ სტადიაზე აშკარა სიმპტომები არ აქვს. თუ ჩნდება, ჩვეულებრივ ტკივილი არ ახლავს.

ძუძუს კიბოს მეტნაკლებად გავრცელებული სიმპტომია კვანძების გაჩენა. თუმცა მის წარმოქმნამდე სიმსივნემ უკვე რამდენიმე ეტაპი გაიარა!

სწორედ ამიტომ, ნაადრევი სიმპტომების შესახებ უნდა იცოდეთ, რომ სარძევე ჯირკვლების სიმსივნე დროულად აღმოაჩინოთ.

ექსპერტების აზრით, სხვადასხვა ნიშნებით ძუძუს კიბოს ყველაზე ნაადრევ სტადიაზე გამოვლენა შეიძლება. გახსოვდეთ, ეს სიმპტომები ზუსტ დიაგნოზად არ ჩათვალოთ, რადგან შეიძლება სხვა არანაკლებ სერიოზულ პრობლემაზე გითითებდეთ, როგორიცაა ჰორმონალური ცვლილებები ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პატარა პრობლემები. სწორედ ამიტომ, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ექიმს მიმართეთ.

ნიშნები, რომლებიც შეიძლება სიმსივნეზე განიშნებდეთ:

ზურგის ტკივილი

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც სიმსივნის განვითარების დროს ჩნდება. ძუძუს კიბოს განვითარების პირველი სტადია: ზურგის ტკივილი (სადღაც ბეჭებს შორის), სისუსტე, რომელიც ხშირად კუნთების ტკივილში ერევათ.

ტკივილი, სიწითლე ან ქავილი

ჩვეულებრივ, მენსტრუაციის დროს მკერდი უფრო მგრძნობიარე და მტკივნეულია. თუ სიმპტომი არ ქრება, შეიძლება სერიოზულ პრობლემაზე გითითებდეთ.

შეხებაზე ცხელი, აქერცლილი კანი ან პატარა ლურჯი ლაქები მკერდზე სიმსივნეზე მიგანიშნებთ.

ხელისგულების ტკივილი

ანთებითი ლიმფური კვანძები ჯანმრთელობის პრობლემებზე გაფრთხილებთ. ძუძუს კიბოს შემთხვევაში იღლიებთან განლაგებული ლიმფური კვანძები პირველები რეაგირებენ.

ნებისმიერი დისკომფორტი ან ანთება, რომელსაც იღლიებში გრძნობთ, ექიმმა უნდა შეისწავლოს.

ძუძუს თავის შეცვლა ან გამონადენი

ძუძუს თავები კიდევ ერთი გავრცელებული მანიშნებელია. ნებისმიერი ცვლილება სარძევე ჯირკვლების სიმსივნის არსებობაზე გაფრთხილებთ. თუ ისინი ფორმას, ტექსტურას, ფერს და მგრძნობელობას იცვლიან, ასევე თუ ძუძუს თავებიდან თეთრ ან სისხლიან გამონადენს ამჩნევთ, დაუყონებლივ ექიმს მიმართეთ.

სარძევე ჯირკვლების გარეგნობის შეცვლა

თუ თქვენი მკერდის (ერთის ან ორივესი) ფორმის ან გარეგნობის შეცვლა შენიშნეთ, ექიმს შეატყობინეთ.

ძუძუსთან ბრძოლის ორგანიზაცია გირჩევთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც მკერდს დააკვირდეთ. ასე დარწმუნდებით, რომ მისი ფორმა და კანი არ შეიცვალა.

ყველა ეს სიმპტომი ძუძუს კიბოს ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენაში დაგეხმარებათ, მაგრამ საბოლოო სამედიცინო გამოკვლევამდე სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ხშირად ეს სიმპტომები მხოლოდ სხვა უმნიშვნელო დაავადების შედეგია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს