მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობა: 5 უძლიერესი ბალახი ყველა პრობლემას გააქრობს

1106

მსხვილი ნაწლავის ცუდი მუშაობა ტოქსინების დაგროვების და სერიოზული დაავადებების განვითარების რისკის ზრდის ერთ–ერთი მთავარი წყაროა.

თუ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება გსურთ, მსხვილ ნაწლავზე რეგულარულად იზრუნეთ. Vivien გთავაზობთ 5 უძლიერეს ბალახს, რომლებიც მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

1. დიდი კამის თესლი

მისი მიღება მსხვილი ნაწლავის პრობლემების აღმოსაფხვრელად რეკომენდებულია. ჩაი დააყენეთ ან სალათებს დაუმატეთ.

ეს თესლი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანთებას ამცირებენ. ასევე მკვებავი ნივთიერებების ათვისებას ხელს უწყობენ და საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ. შედეგად, ყაბზობას და დიარეას თავიდან აიცილებთ, რადგან ნაწლავებში შესანიშნავ ბალანს უზრუნველყოფენ.

დღეში 2 ფინჯანი ჩაი დიდი კამის თესლით დალიეთ, საუზმეს და დღის მეორე ნახევარში. უბრალოდ ½ ჩ/კ კამის თესლი 1 ფინჯან ცხელ წყალს დაუმატეთ და 15 წუთით დააყენეთ. ფანტასტიკურ შედეგს მიიღებთ.

2. პიტნა

პიტნის ნაყენი დღეში 2–ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. სამკურნალო მცენარე აირების გამომდენ, სპაზმის მომხსნელ, დამამშვიდებელ და მოსადუნებელ მცენარეთა რიგს მიეკუთვნება.

შედეგად, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ზრუნავს და ანთებას ამცირებს. ჩაის დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, ტკივილს ამცირებს და ნებისმიერ გაღიზიანებას აქრობს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ/კ ხმელი პიტნა ერთ ჭიქა ცხელ წყალზე. მნიშვნელოვანია, შაქარი არ დაუმატოთ, უპირატესობა თაფლს მიანიჭეთ.

3. ულუმბოს თესლი

ულუმბოს თესლი ნაწლავების და მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ შესაფერისი საშუალებაა. მას შეუძლია ყაბზობის დარეგულირება, ტკივილის, ანთების და შფოთვის შემცირება, საჭმლის მონელების და მხედველობის გაუმჯობესება. მასში B ჯგუფის ბევრი ვიტამინია.

სასურველია, დღეში ერთხელ საუზმის დროს მიიღოთ. 1 ჩ/კ თესლს თბილი წყალი დაასხით და დააყენეთ. თესლი შეჭამეთ და წყალი დალიეთ. ამ ნაყენის საფუძველზე შეგიძლიათ სმუზი მოამზადოთ, ბოსტნეული ან ხილი, ასევე კაკალი, სხვა თესლი და ჩირი დაუმატოთ.

4. ბეგქონდარა

ბეგქონდარას ჩაი მსხვილი ნაწლავის კარგი მოკავშირეა. მისი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მსხვილ ნაწლავს წმენდს, მავნე ბაქტერიებს და ტოქსინებს აშორებს, ასევე ანთებას ამცირებს.

დაგჭირდებათ მხოლოდ 1 ჩ/კ ხმელი მცენარე ერთ ჭიქა ცხელ წყალზე. დააყენეთ, გადაწურეთ და კოვზი თაფლი დაუმატეთ.

5. სალბი

სალბი ტოქსინებს და ცხიმებს გამოდევნის, წონის დაკლებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. დღეში 2 ფინჯანი დალიეთ და ნაწლავების პრობლემებს მოიშორებთ. დამამშვიდებელი თვისებების წყალობით მოგადუნებთ, მშვიდად ძილს ხელს შეუწყობს და ჰორმონებს დააბალანსებს.

ასეთი ბუნებრივი მკურნალობა სწორ კვებასთან და ფიზიკურ აქტივობასთან კომბინაციაში გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს