შეგრძნება ფეხებში, რომელიც შესაძლოა დიაბეტზე ან გაფანტულ სკლეროზზე მიგანიშნებდეთ

912

გაფანტული სკლეროზის ეროვნული საზოგადოების თანახმად, სახის, სხეულის და კიდურების (ხელი, ფეხი) გაშეშება გაფანტული სკლეროზის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და შეიძლება დაავადების განვითარების ნაადრევ სტადიაზე გამოვლინდეს.

ფეხებში ჩხვლეტა ან გაშეშება შეიძლება რიგმა სხვა პირობებმაც გამოიწვიოს, რომელთაგან ზოგიერთის განკურნება ან შეფერხება შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ გაფანტული სკლეროზი ფეხებში შეგრძნებების მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ არ უნდა ივარაუდოთ, რომ უდავოდ ასეა. ზოგჯერ გაშეშება შეიძლება დიაბეტის ან მკვებავი ნივთიერებების დეფიციტით იყოს გამოწვეული, რასაც სასწრაფო მკურნალობა სჭირდება.

აი, ფეხებში ჩხვლეტის ან გაშეშების რამდენიმე გავრცელებული მიზეზი, ასევე რამდენიმე ნიშანი, რომელიც ამა თუ იმ მდგომარეობაზე მიგანიშნებთ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ექიმს შეუძლია დაადგინოს, თუ რა იწვევს ტერფებში სიმპტომებს. ვალდებული ხართ, ნევროლოგს ან პირველადი მედიკო–სანიტარული დახმარების ექიმს ფეხებში (ან სხეულის სხვა ნაწილში) ნებისმიერი ცვლილების შესახებ უამბოთ.

კიდევ ერთი ერთგული ნიშანი, რომ მიზეზი გაფანტული სკლეროზია – სისუსტე იმავე ფეხში, რომელიც გაშეშებული გაქვთ, ან მეორე ფეხში.

„გაფანტული სკლეროზის დროს ადამიანმა შეიძლება ერთ ფეხში სისუსტე და მეორე ფეხში გაშეშება იგრძნოს“ – აღნიშნავს ნენსი ნილონი, ექიმი და პროფესორი.

ნილონის თქმით, იმის დასადგენად, ტერფებში ესა თუ ის სიმპტომი გაფანტული სკლეროზით არის გამოწვეული თუ არა, ნევროლოგი ფიზიკურ გამოკვლევას ნიშნავს. ასე ვიბრაციაზე ადამიანის რეაქციას იკვლევენ, ამ ზონაში ტემპერატურის ცვლილებას ზომავენ. ექიმი შეამოწმებს რეფლექსებს, რომლებიც დიდი ალბათობით გაფანტული სკლეროზის გამო დაზიანებულია.

ზოგიერთი სიმპტომი ექიმს სხვა დაავადებების არსებობის შემოწმებისკენ უბიძგებს.

„ხშირად დისკომფორტის ადგილი სხვა რამეზე მიუთითებს, რადგან გაფანტული სკლეროზი მხოლოდ ტერფის ერთ მიდამოში, მაგალითად, ქუსლზე ან ცერა თითზე, ცვლილებას არ იწვევს“ – – ამბობს ნილონი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს