Vivien გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, რომელთა დახმარებით თქვენი თმა გაძლიერდება და გასქელდება.
ნატურალური მეთოდები თმის ცვენის სამკურნალოდ
თმის ცვენის საწინააღმდეგო მასაჟი სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად გამოიყენება, რაც თმის ძირებში მკვებავი ნივთიერებების მოხვედრას ზრდის.
ზეთი E ვიტამინით რეკომენდებულია სუსტი ფოლიკულების გასაძლიერებლად. რეგულარული მასაჟით კანის გამოშრობას თავიდან აიცილებთ, თავის კანიდან მკვდარ უჯრედებს მოიშორებთ. მასაჟისთვის საუკეთესოა ქოქოსის ზეთი. არგანის ზეთმა თმის ტექსტურის გამაუმჯობესებელი ეფექტი უკვე დაამტკიცა. იდეალურია თმის გასაძლიერებლად.
ინდონეზიური მასაჟი თავის კანის დაძაბულობას ხსნის და თმას აძლიერებს.
ტანი წინ გადახარეთ იმ მომენტამდე, სანამ თავი წელიდან 10-15 სმ–თი ქვემოთ არ იქნება. მუხლები არ მოხაროთ. თითებით თავის კანი 1,5 წუთით კარგად დაიზილეთ. გაიმართეთ და პროცესი რამდენჯერმე გაიმეორეთ.
თავის კანს ზედმეტად ენერგიულად არ დააწვეთ, რადგან ამან შეიძლება თმის ფოლიკულების დაზიანება გამოიწვიოს. ასევე სწრაფად არ დაიხაროთ, მოძრაობები ნაზად და ძალდატანების გარეშე შეასრულეთ.
არომათერაპია
თმის ცვენის საწინააღმდეგო ეთერზეთები: ლავანდა, გრეიფრუტი, კედარი, ლიმონი, როზმარინი და გვირილა. 2 წვეთი ეთერზეთი წყალს დაუმატეთ და დაბანის დროს თმაზე გადასავლებად გამოიყენეთ.
ეთერზეთები შეგიძლიათ საბაზისო ზეთს დაუმატოთ, როგორიცაა ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, და ნარევი თავის კანის სამასაჟოდ გამოიყენოთ. ამის შემდეგ თბილი პირსახოცით შეიფუთეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით შამპუნით დაიბანეთ.
½ ჩ/კ ჟოჟობა და 4 ჩ/კ ყურძნის კურკის ზეთი ქილაში აურიეთ. 2 წვეთი კედარის ზეთი, 3 წვეთი როზმარინი, 3 წვეთი ბეგქონდარა და 3 წვეთი ლავანდა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ამ ნარევით თავის კანი ყოველ საღამოს, ძილის წინ მინიმუმ 2 წუთით დაიმასაჟეთ. თავზე თბილი პირსახოცი შემოიხვიეთ და დილამდე გაიჩერეთ.