ეფექტური ხალხური საშუალებები ყაბზობის გასაქრობად

3174

ყაბზობა ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა კუჭ–ნაწლავის ტრაქტში. როცა ყაბზობა ქრონიკული ხდება, ფიზიკური დისკომფორტის გარდა სერიოზულ პრობლემას ქმნის, რომელიც ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს. Vivien გიამბობთ, თუ რატომ ჩნდება ყაბზობა და როგორ ვებრძოლოთ.

რატომ ჩნდება ყაბზობა

სპეციალისტები თვლიან, რომ 2 ან მეტი დღით ნაწლავების დაცლის შეფერხება ნორმალური არაა. ხშირად ამას მოძრაობის დაქვეითება იწვევს.

ყაბზობას გარდამავალი ხასიათი აქვს, როცა ადამიანში ცხოვრების ჩვეული რიტმი ირღვევა (მოგზაურობა, საცხოვრებლის შეცვლა და სხვა ფაქტორები).

დეფეკაციის ხანგრძლივი დარღვევები შეიძლება რაიმე დაავადების არსებობაზე განიშნებდეთ. გარდა ამისა, ყაბზობა ზოგჯერ დამოუკიდებელ პათოლოგიად ვითარდება, როცა ადამიანი მუდმივად ამ ბუნებრივ სურვილს თრგუნავს.

ყაბზობის გავრცელებული მიზეზები

  • მჯდომარე ცხოვრების წესი არასწორ კვებასთან კომბინაციაში.
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შედეგი.
  • ხშირი სტრესული სიტუაციები, რაც ნევროლოგიურ აშლილობებს იწვევს.
  • გულ–სისხლძარღვთა დაავადებები.
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (პანკრეატიტი, წყლულები, გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი).
  • ბუასილი და ანალური ნახეთქები.
  • კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რასაც ჰორმონალური დისბალანსი ახლავს.
  • ნაწლავების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, რაც ნაწლავების გამტარობას ხელს უშლის.

როცა ყაბზობას სერიოზული ჰორმონალური, სიხლძარღვების, ონკოლოგიური დაავადებები იწვევენ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმკურნალოთ.

ჰიპოდინამიის, სტრესის, დაუბალანსებელი კვების და მსგავსი პრობლემის დროს ექიმის დაუყონებლივი ჩარევა აუცილებელი არაა და შეგიძლიათ ხალხური მეთოდებით იმკურნალოთ.

ეფექტური მეთოდები ყაბზობის საწინააღმდეგოდ

კეფირი

დაძინებამდე 1–2 საათით ადრე 1 ჭიქა ახალი (დღიური) კეფირი დალიეთ. მასში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ნაწლავების მუშაობას აწესრიგებენ.

გაითვალისწინეთ! თუ კეფირი მესამე დღისაა, მას საპირისპირო შემკვრელი მოქმედება გააჩნია.

წყალი უზმოზე

ნაწლავების მუშაობის გასააქტიურებლად 1 ჭიქა ანადუღარი წყალი დალიეთ. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს და არა ცივი.

ნაწლავებში მოხვედრისას სითხე მის დასაცლელად პირობებს ქმნის – გამაგრებულ ნაწილებს შლის.

პირის ღრუს გამოვლება

კბილების წმენდის შემდეგ პირის ღრუში ზეითუნის ზეთი გამოივლეთ. 1 სუფრის კოვზი ზეთი პირში კარგად გამოივლეთ, სანამ არ გათხელდება, შემდეგ გადააფურთხეთ.

ასე ნაწლავები აქტიურდება, თან ღრძილებს და ყელს ანთებისგან იცავთ.

სულფატების შემცველი მინერალური წყალი

ასეთი წყალი ნაწლავების მოძრაობას აძლიერებს. 0,5 ლ წყალი გაზის გამოსაშვებად გახსნილი დატოვეთ. შემდეგ შეათბეთ და მცირე ყლუპებით, ჩაის კოვზ თაფლთან ერთად დალიეთ.

ამის შემდეგ 20 წუთით დაწექით. ნაწლავები უნდა გააქტიურდნენ. გართულებების თავიდან ასაცილებლად, ეს ვარიანტი სჯობს ექიმთან განიხილოთ.

ფაფები – აუცილებელი სასაუზმო პროდუქტი

ნაწლავებში უხეში უჯრედისის დეფიციტი საკვების ნარჩენებიდან ტოქსინების დაგროვების ერთ–ერთი მთავარი მიზეზია.

ჩვეულებრივი ფაფები, განსაკუთრებით შვრიის (არა მიუსლი), წიწიბურას, ხორბლის და სხვა – ნაწლავების მოძრაობას არეგულირებს და მდგომარეობას აუმჯობესებს. ასეთივე ეფექტი მთელი მარცვლეულის პურსაც აქვს.

ჩირების ნარევი

რეცეპტი გურმანებისთვის: 0,5 კგ გარგარის ჩირი, ქიშმიში, შავქლიავი, ლეღვი და ფინიკი. ცოტა წყალში ჩაალბეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ, შემდეგ 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ.

ასეთი პიურე მხოლოდ მაცივარში შეინახეთ და გამოიყენეთ, როგორც კარაქი პურზე ან მობრაწულზე. მსგავსი დესერტი არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ნაწლავებსაც მოსწონს. შეგიძლიათ დილა–საღამოს მიირთვათ.

მცენარეული საკვები

ნაწლავების ლორწოვანი გარსისთვის ხორცი და ცხიმიანი რძის პროდუქტები მძიმე გამოცდაა, რაზეც ყაბზობით პასუხობს. ეს მასში ნაღვლის მჟავების დაგროვებით არის გამოწვეული.

პირიქით, მწვანილებსა და ბოსტნეულში (სტაფილო, ყველა სახის კომბოსტო), ასევე ვაშლში შემავალი პექტინები კუჭ–ნაწლავის ტრაქტს ნაზად წმენდს.

ზოგიერთი მცენარის საფაღარათო მოქმედება

უძველესი დროიდან იყენებენ რევანდის ფესვებს, სინამაქის ფოთლებს და ხეჭრელის ქერქს. მათ ცალ–ცალკე ან ერთად იყენებენ. მათგან ნახარშებს და ნაყენებს ამზადებენ.

საფაღარათო მოქმედება 7-12 საათში ვლინდება. სწორედ ამიტომ, სჯობს საღამოს, ძილის წინ დალიოთ.

აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი სწრაფად მოქმედია, ამიტომ მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში იყენებენ. 2–3 სუფრის კოვზს იღებენ.

აბუსალათინის ზეთს სასიამოვნო გემო არ აქვს, მაგრამ „დამანგრეველ“ შედეგს იძლევა.

მუცლის მასაჟი

თითების ნაზი, მსუბუქი ზეწოლით მუცელი საათის ისრის მიმართულებით ზუსტად 5 წუთით დაიმასაჟეთ. ასე ნაწლავების მოძრაობას გააქტიურებთ.

ინტრააბდომინალური წნევის გასაუმჯობესებლად შეასრულეთ შემდეგი ვარჯიში: მუხლებზე დადექით, ჩასუნთქვაზე შუბლი იატაკს მიადეთ, ხელები ზემოთ ასწიეთ. რამდენჯერმე გაიმეორეთ.

გახსოვდეთ! სხვადასხვა მეთოდების დაცვის გარდა ბევრი უნდა იმოძრავოთ, რადგან მოძრაობის და ფიზიკური აქტივობის დეფიციტი ყაბზობას იწვევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს