ცნობილია, რომ პიგმენტური ლაქები პიგმენტური უჯრედების ჰიპერაქტიურობის შედეგია. მზის სხივების ზემოქმედებით და 45-50 წელს გადაცილებულ ადამიანებში განსაკუთრებით აქტიურია.
ასაკობრივი და ღვიძლისმიერი ლაქების გასაქრობად და თავიდან ასაცილებლად ნატურალური საშუალებები არსებობს. Vivien მათგან საუკეთესო საშუალებებს გთავაზობთ:
1. ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი
ფლავონოიდების და საპონოზიდების შემცველობის წყალობით ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნია. ფლავონოიდებს მიეკუთვნება გლაბრიდინი, ჰისპაგლაბრიდინი და იზოლიჰირიტინი, რომლებმაც თავიანთი მათეთრებელი თვისებები დაამტკიცეს. ეფექტურად უმკლავდება ჰიპერპიგმენტაციას, როგორიცაა პიგმენტური ლაქები, პოსტაკნე ლაქები, მზის დამწვრობა და მელანოდერმია.
არ იწვევს გვერდით ეფექტებს, როგორიცაა გაღიზიანება, კანის ანთება, სუნთქვის გართულება და გულმკერდის ტკივილი. Liquiritin ძირტკბილას ექსტრაქტში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი აქტიური ინგრედიენტია, რომელიც კანს მელანინის დისპერსირების გზით აღიავებს.
ძირტკბილას ფესვი ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცეთ. 1 ჩ/კ ფხვნილი 1 ს/კ მდუღარე წყალში 5 წუთით დააყენეთ.
ჭუჭყის მოსაშორებლად სახე კარგად დაიბანეთ. ნარევი წაისვით და მსუბუქი, წრიული, მასაჟური მოძრაობით წაისვით. მინიმუმ 30 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა დღეში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში გაიმეორეთ. ასე შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. სჯობს პროცედურა დილით, ადრე ან საღამოს გვიან ჩაიტაროთ.
რეკომენდებულია, ძირტკბილას ნახარში კანის ტონიკად გამოიყენოთ. საღამოს, ძილის წინ გამოიყენეთ და დილამდე გაიჩერეთ.
2. პირშუშხა და შინაურული ვაშლის ძმარი
პირშუშხა C ვიტამინს და გლუკოზინოლატებს დიდი რაოდენობით შეიცავს. ეს ნაერთები შესანიშნავი ანტიოქსიდანტებია. ასევე ფლობს მნიშვნელოვანი მინერალების კარგ მარაგს, როგორიცაა კალიუმი, მანგანუმი, რკინა, სპილენძი, თუთია და მაგნიუმი. შეიცავს ვიტამინებს: ფოლატი, პირიდოქსინი, რიბოფლავინი, ასევე პანთოტენორუ მჟავას და ნიაცინს.
ცნობილია, რომ C ვიტამინი მელანინის წარმოებას არეგულირებს. შედეგად, სახეზე ლაქების მოსაშორებლად აქტიურად გამოიყენება. მეორე მხრივ, ჩვენთვის კარგად ცნობილი ვაშლის ძმარი კანის PH დონეს აბალანსებს.
პირშუშხას ფესვი გახეხეთ და მინის ქილაში ჩაყარეთ. ვაშლის ძმარი დაუმატეთ ისე, რომ ფესვები სრულად დაფაროს. თავსახური დაახურეთ და 2 კვირა მაცივარში შეინახეთ. ნარევი გადაწურეთ და მიღებული სითხე მაცივარში შეინახეთ.
კანზე ბამბის დისკით წაისვით. 2-3 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ და ნუშის ან ქოქოსის ზეთი წაისვით.
აუცილებელია, პროცედურა დღეში 3–ჯერ, 1–2 თვის განმავლობაში ჩაიტაროთ.
3. ალოე, წყალმცენარე და თაფლი
ალოეს უძველესი დროიდან კანის დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. ამ შესანიშნავ მცენარეში ბევრი კომპონენტი შედის. მათ შორისაა A, C და E ვიტამინები, რომლებიც ანტიოქსიდანტებია. ასევე შეიცავს B12 ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას და ქოლინს. ასევე მინერალებს: კალციუმი, ქლორი, სპილენძი, სელენი, მაგნიუმი, მანგანუმი, კალიუმი, ნატრიუმი და თუთია. ის ძლიერი საშუალებაა ლაქების, ნაოჭების, ასევე კანზე ნაკაწრების მოსაშორებლად.
ქლოროფილის მაღალი შემცველობის წყალობით წყალმცენარე საოცარ თვისებებს ფლობს. შედეგად, ტოქსინებს გამოდევნის და ნაადრევ დაბერებას აფერხებს. ასევე ძლიერი სადეზინფექციო, ანტიოქსიდანტორი მოქმედება აქვს, კანის მდგომარეობას არეგულირებს და კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს.
კლინიკური კვლევების თანახმად, კანის აღდგენას, ნაოჭების და ბატის თათების, ასევე ასაკობრივი და ღვიძლის ლაქების მოშორებას ხელს უწყობს.
თაფლი ბაქტერიციდული, დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური საშუალებაა.
ალოეს, წყალმცენარის და თაფლის ერთობლივი მოქმედება კანის აღდგენას ხელს უწყობს. ასე არა მხოლოდ ლაქებს მოიშორებთ, არამედ მათ გაჩენას თავიდან აიცილებთ.
ინგრედიენტები:
- ნახევარი კოვზი ალოეს წვენი
- 1 კოვზი ქლორელის ან სპირულინას ფხვნილი
- ნახევარი კოვზი ნატურალური თაფლი
ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ინგრედიენტებს კარგად აურიეთ.
კანი გაიწმინდეთ და სუფთა პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ. ნიღაბი წაისვით და დაახლოებით 20 წუთით ზურგზე დაწექით. წყლით ჩამოიბანეთ. თბილი წყლით და ყოველგვარი საპნის გარეშე. მკურნალობა კვირაში 3–ჯერ, 3 კვირა ზედიზედ ჩაიტარეთ.