ვითეთრებთ კანს ბიკინის ზონაში შინაურული და სრულყოფილი საშუალებებით

1366

Vivien გთავაზობთ 4 მარტივ შინაურულ რეცეპტს, რომელთა დახმარებით ინტიმურ ზონაში კანს გააღიავებთ და სანაპიროზე ან აუზზე ბიკინით თავის მოწონებას უპრობლემოდ შეძლებთ.მოცემული ინგრედიენტები კანს კვებავს და მას უფრო ჯანმრთელ იერს ანიჭებს. მინიმუმ 2 კვირა ზედიზედ შეგიძლიათ გამოიყენოთ.ინტიმური ზონის, იღლიების, იდაყვების და მუხლების კანი შეიძლება უფრო მუქი იყოს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. ეს უფრო ესთეტიკური პრობლემაა, ვიდრე სამედიცინო და, როგორც წესი, სანაპიროზე ან აუზზე ყოფნისას უხერხულობას იწვევს.ინტიმურ ზონაში კანის გამუქება შეიძლება გამოწვეული იყოს მელანინის ჭარბი რაოდენობით, ასევე გაღიზიანებით, ხახუნით ან ძალიან ვიწრო საცვლებთან მუდმივი ხახუნით და ა.შ.ამ შინაურული რეცეპტების დახმარებით პრობლემას მოიშორებთ. შედეგად, უფრო მიმზიდველი და თავდაჯერებული გახდებით.

  1. თაფლი, ნუშის ზეთი და ლიმონი – თაფლი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც მაღალი ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია. ზეთი კანს სიგლუვეს და სირბილეს ანიჭებს. ლიმონის წვენი კანს ათეთრებს და ჭიმავს. შედეგად, სასურველ ეფექტს რამდენიმე გამოყენებით მიიღებთ.მოამზადეთ პასტა: 1 ს/კ ნუშის ზეთი ან ქოქოსის ზეთი, 1 ს/კ თაფლი და 2 ს/კ ლიმონის წვენი აურიეთ. ასევე 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.კანზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ, წყლით ჩამოიბანეთ. რეკომენდებულია, ყოველ საღამოს, ძილის წინ გაიმეოროთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ფორთოხლის წვენი გამოიყენეთ.
  2. თაფლი, იოგურტი და შაქარი – 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ კეფირი ან იოგურტი აურიეთ, შემდეგ 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ.პასტა ნაზი, წრიული მოძრაობით წაისვით. ზუსტად 5 წუთით დაიმასაჟეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს საშუალება შეგიძლიათ კვირაში 2–ჯერ გამოიყენოთ. შედეგად, ინტიმურ ზონას გაიღიავებთ და სისხლის მიმოქცევას გააქტიურებთ.
  3. ხაჭო ლიმონთან ერთად – 1 ს/კ ხაჭო, 2 ს/კ ლიმონის წვენი და 1–2 ჩ/კ ლიმონის ცედრა აურიეთ. პასტა კანზე 15 წუთით წაისვით. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. ყავა, შაქარი და მარილი – 1 ს/კ დაფქული ყავა, 1 ს/კ შაქარი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ/კ ჰიმალაის მარილი აურიეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ზეთი და ზღვის მარილი. მასაჟური მოძრაობით სველ კანზე წაისვით და 2-3 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კიდევ 1–2 წუთით დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს