ახალგაზრდული ხელები ნებისმიერ ასაკში: 5 ძლიერი შინაურული საშუალება ნაოჭების და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ

2091

ბოლო დროს, ხელის ბუნებრივი მოვლის მეთოდი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი იმაშია, რომ შინაურული საშუალებები კანის დაბერების მნიშვნელოვნად შეფერხებაში გვეხმარება.

ხელის კანი ერთ–ერთი ყველაზე მგრძნობიარეა, ამიტომ მეტ და მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. მზის და ტოქსინების მუდმივი ზემოქმედებით ხელზე ჩნდება ნაოჭები, სიმშრალე და ნახეთქები.

შინაურული პროცედურები ხელზე ნაოჭების საწინააღმდეგოდ

Vivien გთავაზობთ შინაურულ პროცედურებს, რომლებიც გვერდით ეფექტებს არ იწვევენ, ასევე კანს ბევრ მკვებავ ნივთიერებას აწვდიან.

ალოე ვერა და ქოქოსის ზეთი

ორივე პროდუქტი ხელის კანის დასატენიანებლად და აღსადგენად სასარგებლოა. მათი დახმარებით ეფექტურად და მარტივად შეამცირებთ ლაქებს, ნაოჭებს და სიბერის სხვა ნიშნებს, რომელთაც განვითარება ახასიათებთ.

5 ს/კ ახალ დაწურული ალოეს წვენი და 2 ს/კ ქოქოსის ზეთი ერთგვაროვანი კრემის მიღებამდე აურიეთ. მაცივარში შეინახეთ და დღეში 2-3-ჯერ გამოიყენეთ.

აბუსალათინის ზეთი და კაკაოს ზეთი

ორივე შეიცავს აქტიურ ნაერთებს, რომლებიც კოლაგენის დონეს ზრდიან. შედეგად, ხელებთან დაკავშირებულ გამაღიზიანებელ პრობლემებს თავიდან აიცილებთ, როგორიცაა სიმშრალე და წვრილი ნაოჭები.

დაგჭირდებათ: 3 ს/კ კაკაოს ზეთი და 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი.

კაკაოს ზეთი გაადნეთ და აბუსალათინის ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და მინის ქილაში ჩაასხით, მაცივარში შეინახეთ. სუფთა კანზე მასაჟური მოძრაობით დღეში 2–3–ჯერ წაისვით.

ბანანი თაფლთან ერთად

ამ ინგრედიენტების ნარევით ხელს ტოქსინებისა და მზის სხივებისგან დაიცავთ. ასევე, საუკეთესო დამატენიანებელ კრემს ჩაანაცვლებს. შედეგად, კანი დატენიანდება, ნაოჭები და პიგმენტური ლაქები შემცირდება.

1/3 მწიფე ბანანი 2 ჩ/კ თაფლს აურიეთ. კანში კარგად შეიზილეთ და 30-40 წუთით გაიჩერეთ. კვირაში 3–ჯერ გამოიყენეთ.

რძე მარწყვთან ერთად

ამ ნარევით ხელის კანს დაარბილებთ, ასევე ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს თავიდან აიცილებთ.

5 კენკრა მარწყვი და 5 ს/კ რძე აურიეთ, ასევე კეფირი ან იოგურტი გამოიყენეთ. სუფთა კანზე წაისვით და 40 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში 3–ჯერ ჩაიტარეთ.

ზეითუნის ზეთი და შვრიის ფანტელები

ნარევი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს და E ვიტამინს, ასევე ანტიოქსიდანტებს, რაც ხელის კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

2 ჩ/კ ზეთი და 1 ს/კ დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები აურიეთ. კანზე მსუბუქი მასაჟით წაისვით. 30 წუთით გაიჩერეთ.

უკვე 2–3 პროცედურის შემდეგ თქვენი კანი გარდაიქმნება. შეგიძლიათ მოცემული საშუალებებიდან ერთ–ერთი გამოიყენოთ ან რამდენიმე კომბინაციაში.

რჩევა: ნიღბის წასმის შემდეგ ერთჯერადი ხელთათმანები წამოიცვით. შედეგად, სითბოს ზემოქმედებით სასარგებლო ნივთიერებები კანში აქტიურად შეიწოვება, თქვენ კი მარტივი საქმის შესრულებას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს