სხვადასხვა რეიტინგების მიხედვით, ყველაზე სუფთა გამდინარე წყლის ნახვა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში შეიძლება, ხოლოდ ამ მაჩვენებლით დანია და ფილანდია ლიდერობენ. ამასთან, WHO-ის მონაცემებით პლანეტის 2 მლრდ ადამიანზე მეტი სასმელად დაბინძურებულ წყალს იყენებს და საქმე ყოველთვის მესამე სამყაროს ქვეყნებს არ ეხებათ.
დღეს გადავწყვიტეთ გავიგოთ, რატომ უნდა შევამოწმოთ სახლის პირობებში, თუ როგორი ხარისხის წყალს ვიყენებთ სასმელად და შესამოწმებლად რა მეთოდები არსებობს.
რატომ უნდა შევამოწმოთ წყალი?
ადამიანი წყალს ყოველდღიურად მოიხმარს. წყლის დახმარებით ორგანიზმში არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ საშიში ნივთიერებებიც ხვდება. წყალი უნივერსალური გამხსნელია, ამიტომ ქიმიურად სუფთა სახით არ გვხვდება. ბაქტერიებთან და ვირუსებთან ერთად შეიძლება ბევრი სხვადასხვა მინარევსაც შეიცავდეს. ყველაფერის ეს წყლის გემოზე, სუნზე, გამჭვირვალობასა და ფერზე გავლენას ახდენს. ამ მარტივი მეთოდიც კი შეიძლება გავიგოთ, რომ მისი ხარისხი შეიცვალა.
1. წყლის შენახვა
ეს ტესტი საშუალებას მოგვცემთ გავიგოთ, არის თუ არა წყალში უცხო მინარევები. წყალი სუფთა ბოთლში ჩაასხით, თავზე დაახურეთ და ბნელ ადგილას დატოვეთ. თუ რამდენიმე დღეში თუ ერთი საეჭვო ნიშანი (ქაფი ზედაპირზე, ნადები ბოთლის კედლებზე, ნალექი) გამოჩნდა, წყლის ხარისხზე მხოლოდ საუკეთესო შეგვიძლია ვისურვოთ: მასში დიდი რაოდენობით ლითონის მარილებია.
2. დუღილი
ეს მეთოდი დაგეხმარებათ გაიგოთ, წყალი მაღალი კონცენტრაციის მეტალს თუ შეიცავს. ქვაბი წყლით აავსეთ და დუღილამდე მიიყვანეთ, შემდეგ დაბალ ცეცხლზე 12-14 წუთით დატოვეთ. ამის შემდეგ 20 წუთი მოიცადეთ, სანამ წყალი გაგრილდება, შემდეგ გადმოასხით. ქვაბზე კალციფიცირებული ნადები და ნალექი კარგის მანიშნებელი არაა. თუ ნადების ფერი ნაცრისფერია – წყალში კალციუმის, ხოლო თუ მოყავისფრო-მოყვითალო – რკინის მაღალი კონცენტრაციაა.
3. მარგანეცის ტესტი
ჩვეულებრივი მარგანეცი გაგარკვევთ, წყალი სასმელად ვარგისია თუ არა. მცირე რაოდენობით მარგანეცი წყალში გახსენით და რეაქცია შეაფასეთ. წყალი ღია ვარდისფერი უნდა გახდეს. თუ წყალმა მოყვითალო ფერი მიიღო, ის ცუდი ხარისხისაა და მისი დალევა არ შეიძლება. მარგანეცი უფერული ხდება, როცა ორგანული ნივთიერებები განადგურებულია.
4. ჩაის ადუღება
ჩაი შეიძლება სხვადასხვანაირად ადუღდეს სხვადასხვა წყლის პირობებში, მაშინაც კი თუ წყალი კარგი ხარისხის არის. განსაკუთრებული ყურადღება სასმელის გამჭვირვალობას მიაქციეთ. ახალდაყენებული ჩაის ჭიქაში 40-50 მლ წყალი ჩაასხით. თუ ჭიქა უფრო ღია ფერს მიიღებს, ხარისხი მისაღებია. თუ ჩაი გამუქდება – ასეთი წყლის დალევა არ შეიძლება: მასში ბევრი მარილი და სხვა მავნე ნივთიერებებია, მათ შორის ორგანული.
5. აწონვა
ითვლება, რომ კარგი ხარისხის წყალი უფრო მსუბუქია. ზუსტი სამზარეულოს სასწორების დახმარებით წყლის 2 სინჯი აწონეთ. პირველ სინჯში – ეტალონური (ეტალონის სახით შეგიძლიათ გაფილტრული წყალი გამოიყენოთ), მეორე – სატესტო გამოიყენეთ. უმჯობესია თუ ერთი და იმავე საზომ ჭიქას გამოიყენებთ. კარგი მაჩვენებელია – თითქმის მსგავსი წონა (სხვაობა 1-2%-ს არ უნდა აღემატებოდეს).
6. ტესტი სარკით
წყალში გარე მინერავების არსებობის შესამოწმებლად, მცირე რაოდენობით წყალი (1-2მლ) სუფთა სარკის ზედაპირზე დააწვეთეთ. დაელოდეთ, სანამ სითხე აორთქლდება, შემდეგ შედეგი შეაფასეთ. თუ ზედაპირზე ნალექი დარჩა, წყალში გარე მინერავები არსებობს. კარგი ხარისხის წყლის აორთქლების შემდეგ ზედაპირზე არაფერი დარჩებოდა.
7. ხსნადი საპონი
ამ მეთოდით წყლის სიხისტეს შეამოწმებთ. წყალში მცირე რაოდენობით თხევადი საპონი დაუმატეთ. თუ წყალი რბილია, ის სწრაფად გაიხსნება და დიდი რაოდენობით ქაფს წარმოშობს. თუ უფრო ხისტია ყველაფერი პირიქით ხდება. ცხიმოვანი მჟავები წყალში შემავალ კალციუმთან და მაგნიუმთან ერთად უხეშ ნაერთს ქმნიან და საპონი ქაფს აღარ იკეთებს.
ცხოვრების მანძილზე ადამიანი 35 ტონა წყალს სვამს. სწორედ ამიტომ მის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ყოველდღიურად წყალში სხვადასხვა ქიმიკატების 80% ხვდება, რასაც სხვადასხვა დაავადებების განვითარება შეუძლია.
თქვენ როგორ წყალს სვამთ? შეამოწმეთ და დაწერეთ კომენტარებში.