რა შეიძლება იყოს უნივერსალურ პროდუქტზე უკეთესი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. ბოლოს მარილის შეფუთვა სადღაც ერთი თვის წინ დამიმთავრდა, ზუსტად იმ პერიოდში ღრძილებიც ამტკივდა.
ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ დღეში რამდენჯერმე მარილიანი ხსნარის პირის ღრუში გამოვლებით ტკივილის გაქრობა შეიძლება. მეთოდი ნამდვილად ეფექტურია. თუმცა დღეს Vivien-ის რედაქცია მის მათეთრებელ ეფექტზე გიამბობთ.
მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ მარილს გამოიყენებთ: ჩვეულებრივ, ზღვის თუ იოდიზირებულს. მთავარია, არომატული, აბაზანის მარილი არ გამოიყენოთ!
ამ მეთოდით კბილებს უკვე 1 თვეა ვუვლი – დილით კბილის პასტას ვიყენებ, საღამოს მარილს. ემალის გაღიავება შევნიშნე, არადა მათეთრებელ კბილის პასტებს დიდი ხანია ვიყენებდი და ასეთი შედეგი არასდროს დამინახავს.
უნდა ითქვას, რომ ბუნებით თეთრი კბილები არ მაქვს, თან ყავა და ჩაი თავის კვალს ტოვებს. რა თქმა უნდა, ემალი ქათქათა თეთრი არ გახდა, მაგრამ ღიმილმა თავდაპირველი სიჯანსაღე ნამდვილად დაიბრუნა.
არც კი ვიცი, ფოტო რეალობას ასახავს თუ არა, მაგრამ ვცადე ფილტრების გარეშე მეჩვენებინა.
ახლა ბევრი მტკიცებას დაიწყებს, რომ მარილი აბრაზიული ელემენტია, მაგრამ ჩვეულებრივი კბილის პასტები, რომელთაც მაღაზიაში ვყიდულობთ, არანაკლებ „ატომურია“. მაგალითს მოვიყვან: მსგავს ტუბებს წლების განმავლობაში ვიყენებთ და კბილის ქვა და ემალის დაზიანება მაინც გვაწუხებს.
როგორ მოვიქცეთ
1. ნებისმიერი ხელმისაწვდომი მეთოდით მარილი დაფშვენით. ამ მიზნით შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ, მაგრამ 1 მუჭა მარილი ძალიან ცოტაა, რომ ბლენდერი ჩავრთო.
სახლში სანაყი არ გვაქვს, ამიტომ ცომის საგორავი გამოვიყენე. უცნაურია, მაგრამ ასე ჩემთვის მოსახერხებელია!
2. შემდეგ ჯაგრისი აიღეთ და მიღებულ ფხვნილში ამოავლეთ.
3. ამის შემდეგ მსუბუქი მოძრაობებით კბილები გაიწმინდეთ. პირის ღრუ არა გიჟურად, არამედ ნაზად გაიხეხოთ. ღრძილებიც არ დაგავიწყდეთ.
თუ ასეთი წმენდის გამოყენება გაშინებთ, ძლიერი მარილხსნარი თბილ წყალში გააზავეთ და გამოივლეთ. ამისთვის 25-30 გრადუსის თბილი წყალი და 3 ს/კ მარილი (დაუქუცმაცებელი) დაგჭირდებათ.
მთელი პროცესი მხოლოდ 2 წუთს მოითხოვს. პირის ღრუს გამოვლება ზედმეტი არ იქნება. პროცედურა დღეში ერთხელ ჩაიტარეთ.
ასეთ მეთოდს ბევრი დადებითი ეფექტი აქვს: კბილები და ღრძილები ძლიერდება, ბაქტერიები ნადგურდება და ემალი ინტენსიური თეთრდება, თანდათან კბილის ქვა ქრება!
სხვათა შორის, ამ მეთოდით ანთებაც მოვიშორე. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ სასიამოვნო გვერდითი ეფექტებია. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, სტომატოლოგს აუცილებლად მიმართეთ!