რატომ ვტოვებ მონეტას საყინულეში ყოველთვის, როცა სახლიდან გავდივარ

848

გქონიათ შემთხვევა, როცა შვებულებიდან ან საქმიანი მივლინებიდან სახლში ბრუნდებით და ყველა ელექტრომოწყობილობა არასწორ დროს აჩვენებს?

ალბათ, ხვდებით, რომ ამის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვაა, რაც თქვენს არ ყოფნაში მოხდა. რთული სათქმელია, თუ რამდენ ხანს იყოს დენი გათიშული. სწორედ ამიტომ, საკვები პროდუქტები რისკის ზონაშია.

საკვებით მოწამვლა ხუმრობა არაა და ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, თუ რა გზა გამოიარა ახალმა პროდუქტმა მაცივარში ან საყინულეში, სანამ ჩვენ გარეთ ვისვენებდით. თუ გაფუჭებული საკვების შედეგებთან გამკლავება არ გსურთ, Vivien–ის რედაქცია მარტივ ხრიკს გთავაზობთ.

მეთიუს ქარიშხლის შემდეგ, რომელიც აშშ–ს ზოგიერთ შტატში რამდენიმე წლის წინ მოხდა, შეილა რასელმა სოციალურ ქსელში მარტივი ხრიკი გამოაქვეყნა. ეს არა მხოლოდ ქარიშხლის მსგავსი შემთხვევების დროს, არამედ სახლის დიდი ხნით მარტო დატოვებისას სასარგებლოა.

სინამდვილეში ხრიკი ძალიან მარტივია და სამი მარტივი, მაგრამ ეფექტური ნივთის კომბინაციას გულისხმობს: მონეტა, ფინჯანი და წყალი. შეილა განმარტავს, თუ როგორ შევასრულოთ ხრიკი.

უბრალოდ ფინჯანი წყლით გაავსეთ და საყინულეში შედგით. წყლის გაყინვის შემდეგ ზემოდან მონეტა დაადეთ და კვლავ საყინულეში შედგით. როცა სახლში დაბრუნდებით და მონეტას ფინჯნის ძირში დაინახავთ, მიხვდებით, რომ საკვები გალღვა და კვლავ გაიყინა. მგრძნობიარე კვების პროდუქტები უნდა გადაყაროთ. თუ მონეტა ზემოთ დარჩა, თქვენი საკვები უსაფრთხოდაა.

ეს ხრიკი სიტუაციის მიუხედავად სასარგებლოა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს