ჩამოწელილი ორმაგი ნიკაპი ბევრი ადამიანის პრობლემაა. BeautyClue–ს თანახმად, წონის მატება და სიმსუქნე ორმაგი ნიკაპის მხოლოდ ორი მიზეზია. ორმაგი ნიკაპის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ასაკი, გენეტიკა, ძვლების სტრუქტურა, წონის კლება, პოზები და სახის ჩვეული გამომეტყველება.
ორმაგი ნიკაპის მოსაშორებლად პლასტიკური ქირურგია მხოლოდ ერთ–ერთი ვარიანტია. თუმცა ლიპოსაქცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ნიკაპისთვის ასეთი პროცედურის ფასი 2500-დან 5000 დოლარამდე მერყეობს.
თუ ძვირადღირებული ოპერაციის და შესაძლო გვერდითი ეფექტების თავიდან აცილება გსურთ, შეგიძლიათ სახლის პირობებში ბუნებრივი საშუალებები გამოცადოთ. მენდეთ, ისინი არანაკლებ ეფექტურია.
Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ 7 მეთოდს, რომლებიც კანს ბუნებრივად ჭიმავენ და ორმაგი ნიკაპის მოცულობას ამცირებენ.
1. E ვიტამინი
რეკომენდებულია, კვების რაციონში E ვიტამინის წილი გაზარდოთ. E ვიტამინის წყარო: მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ღვიძლი და მიწისთხილი. E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარით ყელი დაიმასაჟეთ, რომ ყელსა და ნიკაპში სისხლის ნაკადი გაზარდოთ. კანი უფრო გლუვი და მკვრივი გახდება.
2. კაკაოს ზეთი
კაკაოს ზეთი (წინასწარ წყლის ორთქლზე გაადნეთ) დღეში 2–ჯერ მსუბუქი მოძრაობით კანზე წაისვით. კანი არავითარ შემთხვევაში არ გაწელოთ. ასე კანის ელასტიურობას გაზრდით და ორმაგ ნიკაპს შეამცირებთ.
3. კვერცხის ცილა
კვერცხის ცილით ნიღაბი გააკეთეთ. კვერცხის ცილა ჩამოწელილ კანს დაჭიმავს და ნაოჭებს გაასწორებს. უბრალოდ 2 კვერცხის ცილა, 1 ს/კ (15 მლ) რძე, 1 ს/კ (15 მლ) თაფლი, 1 ს/კ (15 მლ) ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი აურიეთ. ნიღბის წასმა შუბლის ზონიდან დაიწყეთ და დეკოლტეს ზონაზე დაამთავრეთ. 15-20 წუთში ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეფექტის გასაუმჯობესებლად დაწექით და მაქსიმალურად მოდუნდით.
4. ნესვი და ვაშლის წვენები
ნესვის და ვაშლის წვენების გამოყენება კანის ფერს ათანაბრებს და ორმაგ ნიკაპს ჭიმავს. უბრალოდ ბამბის დისკით წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ.
5. მწვანე ჩაი
ჭარბი წონა ორმაგ ნიკაპზე გავლენას ახდენს, ამიტომ გირჩევთ დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯანი მწვანე ჩაი დალიოთ. ასე ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებთ და დაიკლებთ
6. ხორბლის ჩანასახის ზეთი
ხორბლის ჩანასახის ზეთი კანს არბილებს და მის ელასტიურობას აუმჯობესებს. რეკომენდებულია, ნიკაპი ზეთით ყოველდღე 20 წუთით დაიმასაჟოთ. 30 დღეში მნიშვნელოვან განსხვავებას დაინახავთ.
7. მასაჟი ქოქოსის ზეთით
დღეში 2–ჯერ ქოქოსის ზეთით მასაჟი დაგეხმარებათ, რომ კანს ელასტიურობა დაუბრუნოთ და ნიკაპი დაჭიმოთ.
ამ მარტივი საშუალებების დახმარებით კანის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ და ორმაგ ნიკაპს რისკების და სერიოზული ფინანსური ხარჯების გარეშე შეამცირებთ. ასეთი ბუნებრივი მოვლა თქვენს ყოველდღიურ ჩვევად აქციეთ და ლამაზი ნიკაპით და კანით ისიამოვნეთ.