ორგანიზმმა სიმსივნესთან ბრძოლა და მისი თავიდან აცილება რომ შეძლოს, ფერმენტებით და მკვებავი ნივთიერებებით სავსე ბევრი უმი, ტუტე პროდუქტი უნდა მიიღოთ. ასევე მინერალები და პრობიოტიკები, რომლებიც უჯრედებს აძლიერებენ და ნაწლავების კარგ ფორმას ინარჩუნებენ.
თქვენ შეგიძლიათ ამ ელემენტებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, რომელიც სიმსივნის პროფილაქტიკისთვის, ასევე PH–ის მჟავიანობასთან საბრძოლველად აუცილებელია.
Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ უძლიერეს სიმსივნის საწინააღმდეგო სალათს, რომელიც ენერგიის და ტუტოვანი თვისებების მქონე სუპერ პროდუქტებს მოიცავს.
სალათი ძალიან სასარგებლო და გემრიელია. მთელი დღით ენერგიით დაგმუხტავთ. კვების რაციონში რეგულარულად ჩართეთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნეს ებრძვით.
სალათში შეგიძლიათ ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით დაამატოთ, მაგრამ საფუძველი უცვლელია. აი, რამდენიმე რჩევა დამატებითი ინგრედიენტების შესარჩევად:
- ნებისმიერი სახეობის ხორცი არ ჩართოთ
- ნებისმიერი სახეობის ყველი არ ჩართოთ
- ხილის გარეშე
ხილსა და ბოსტნეულს სხვადასხვა საჭმლის მომნელებელი წვენები აქვთ და ერთად მოხმარებისას ჭარბ მჟავიანობას და კუჭის აშლილობას იწვევენ. ჭარბმა შინაგანმა მჟავიანობამ შეიძლება შეხორცება შეაფერხოს ან ზიანი მოგაყენოთ.
იგივე ეხება კიტრსა და პომიდორს. გირჩევთ, ცალ–ცალკე მიიღოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ავად ხართ. მნიშვნელოვანია, პროდუქტების სწორად კომბინაციას ყურადღება მიაქციოთ.
სიმსივნის საწინააღმდეგო სალათის რეცეპტი
როგორც უკვე ვახსენეთ, შეგიძლიათ სიმსივნის საწინააღმდეგო სალათი თქვენი გემოვნებით შექმნათ. ამისთვის ქვემოთ მოცემული ინგრედიენტები გამოიყენეთ:
- კაკალი, თესლი და პარკოსნები
- მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (მაქსიმუმ 10 ფინჯანი დღეში)
- ბროკოლი – სულფორაფანის საუკეთესო წყარო, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას. ასევე შეიცავს ინდოლ-3–კარბინოლს, რომელიც სიმსივნის საწინააღმდეგო ნაერთია.
- ბროკოლის აღმონაცენები – კონცენტრირებული სულფორაფანი და ი3კ. მაქსიმუმ 4 ფინჯანი დღეში.
- ყვავილოვანი კომბოსტო
- იისფერი კომბოსტო – ანტიოქსიდანტების წყარო
- პრასი
- ½ ავოკადო
- მწვანე, წითელი და ყვითელი წიწაკა
- დაჭრილი წითელი ხახვი
- გაღვივებული თხილი
- წითელი ან მწვანე გაღვივებული ოსპი
- ყაბაყი
- მზესუმზირას თესლი – სჯობს გაღვივებული
- უმი ნუში – სჯობს გაღვივებული
დამწნილებული კომბოსტო – შესანიშნავია საჭმლის მოსანელებლად. სასარგებლო ბაქტერიებით ნაწლავების ფლორის გამდიდრება ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.
სართავი სიმსივნის საწინააღმდეგო სალათისთვის:
- ზეითუნის ზეთი
- 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი (სჯობს შინაურული)
ასევე დაუმატეთ 4 სიმსივნის საწინააღმდეგო სანელებელი:
- მაიორანი
- ნიორი
- კურკუმა ან კარის ფხვნილი
- კაიენის წიწაკა