როდესაც ამ 8 პრობლემიდან ერთ–ერთი მაწუხებს აბების ნაცვლად ლიმონის წვენს ვსვამ.

785

ლიმონის წვენი ფლავონოიდებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მას სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

ლიმონის წვენი ხელს უშლის დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის, ცხელების, ყაბზობის, კუჭის აშლილობის და ბევრი სხვა პრობლემის განვითარებას. ის კანს, თმას და კბილებს აუმჯობესებს. ამერიკის უროლოგიური ასოციაციის კვლევა გამოყოფს ერთ ფაქტს, რომ ლიმონათი ან ლიმონის წვენი შარდში ციტრატის წარმოქმნით თირკმლებში კენჭებს შლის და კრისტალების წარმოქმნას ხელს უშლის.

Vivien–ის რედაქცია გირჩევთ, რომ ქვემოთ მოცემული 8 პრობლემის შემთხვევაში ლიმონის წვენი დალიოთ.

8 პრობლემა, რომელსაც ლიმონის წყალი უფრო უკეთ უმკლავდება, ვიდრე აბები:

  1. ჭარბი წონა – ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ლიმონის წვენი წონის დაკლებას ხელს უწყობს. ის შეიცავს პექტინებს (ბოჭკოებს), რომლებიც ჭარბ წონას ებრძვიან.
  2. კანის პრობლემები – ლიმონის წვენი ანტიოქსიდანტებით სავსეა, რომელიც ლაქების, ნაოჭების, პიგმენტური ლაქების და ნაიარევების მოშორებაში დაგეხმარებათ. ასევე სისხლს წმენდს და კანს უფრო ბზინვარეს ხდის.
  3. დეტოქსიკაცია – ლიმონი წყალთან ერთად მძლავრი დეტოქსიკატორია. მას სხვადასხვა სახის მარხვის, წმენდის, განახლების და დეტოქსიკაციის დროს ნიშნავენ.
  4. ნაწლავების დაცლა – ლიმონი მდიდარია მცენარეული უჯრედისით (პექტინების უჯრედისი), რომელიც ნაწლავების რეგულარულ მოძრაობას ხელს უწყობს, ასევე ნაწლავებს წმენდს და ყოველთვის მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალება.
  5. დაუბალანსებელი PH – დილით 1 ჭიქა თბილი ლიმონის წყლის დალევით PH დონეს შეამცირებთ და უფრო გაატუტოვნებთ. ლიმონის წვენი მჟავეა, მაგრამ ორგანიზმში ტუტე გარემოს ქმნის.
  6. საჭმლის მონელების პრობლემები – სასმელი ნაღვლის გამომუშავებას სტიმულირებს და საჭმლის მონელებას ხელს უწყობს.
  7.  ბაქტერიების ზრდა – ბაქტერიების გამრავლებას და ზრდას აფერხებს.
  8. ანთება და ტკივილი – ლიმონი სახსრების, განსაკუთრებით, მუხლების ტკივილის და ანთების დროს დაგეხმარებათ. ასევე შარდმჟავას შლის. ხანდაზმულებისთვის ფანტასტიკური საშუალებაა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს