ეს 5 პროდუქტი აძლიერებს სხეულის უსიამოვნო სუნს და არა მხოლოდ

758

მაშინაც კი, თუ ჰიგიენის წესებს იცავთ, მაგრამ ამ პროდუქტებს იღებთ, სხეულის უსიამოვნო სუნი შეგაწუხებთ, რაც ასაკთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერება.

ჩვენ, ყველა შეიძლება სხვადასხვა გარემოში უსიამოვნო სუნის მსხვერპლი გავხდეთ. ცუდ სუნს ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა ქიმიური დისბალანსი, რომელთაც თავის მხრივ გარკვეულ მედიკამენტების მიღება, ასევე ბაქტერიები იწვევენ.

ორგანიზმი ტოქსინებს ოფლიდან გამოდევნის. ცუდმა კვებამ შეიძლება სხეულის მიერ გამოყოფილი სუნი გააძლიეროს. ზოგი პროდუქტი სუნს უფრო ინტენსიურს ხდის და ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმს სერიოზული პრობლემები აქვს.

Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომლებიც სხეულის უსიამოვნო სუნს აძლიერებენ.

ყავა და ალკოჰოლი

კოფეინის და ალკოჰოლის მუდმივი მოხმარება ორგანიზმის ქიმიურ შემადგენლობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. შედეგად, ორგანიზმი მძაფრი სუნის ოფლს გამოყოფს, რომელიც დიდხანს გრძელდება.

ალკოჰოლი სისხლში ძალიან სწრაფად ხვდება, უსიამოვნო სუნის მქონე ოფლის რაოდენობას და გამოყოფის სიჩქარეს აჩქარებს.

წითელი ხორცი

ჩვეულებრივ, ხორცის მონელებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ბოსტნეულს. სწორედ ამიტომ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში უფრო დიდხანს რჩება. შედეგად, მისი დაშლა უსიამოვნო სუნს იწვევს, რომლებიც მძაფრი სუნის ოფლით და გაზებით ორგანიზმიდან გამოიყოფა.

შაქარი

შაქრის ჭარბი მოხმარება ორგანიზმის მჟავიანობაზე გავლენას ახდენს, ასევე ტემპერატურას ზრდის. ეს კი ჭარბ ოფლდენას და უსიამოვნო სუნს იწვევს. უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები ტკბილი კერძების მოყვარულნი არიან.

რძის პროდუქტები

რძის პროდუქტები შეიცავენ ბევრ ცილას, რომლებიც კუჭში ბაქტერიებს ანადგურებენ და გოგირდწყალბადს ქმნიან.

რეკომენდებულია, ამ ტიპის საკვები არასდროს მიიღოთ, რადგან ჭარბ წონას იწვევენ. მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ დიდი რაოდენობით ჰიდროგეზირებულ ზეთს შეიცავს. მას სწრაფად დაშლა ახასიათებს, რაც საჭმლის ცუდად მონელებას იწვევს.

სხეულის ჰიგიენისთვის ნატურალური საპონი გამოიყენეთ. ასე გაანადგურებთ კანზე მობინადრე ბაქტერიებს, რომლებიც ოფლთან შეხებისას უსიამოვნო სუნს იწვევენ.

მშრალი კანის შესანარჩუნებლად ზედმეტი თმა მოიშორეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს