ფეხების გასახდომად მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არაა. ფაქტიურად, თუ მხოლოდ ვარჯიშზე კონცენტრირებით, შეიძლება საპირისპირო ეფექტს მიაღწიოთ. ბევრი ვარჯიშის შედეგად კუნთოვანი მასა ჩვენს მოცულობასთან ერთად გაიზრდება.
თუ ამ სტატიას კითხულობთ, ალბათ, ფეხებში ჭარბი სისრულე გაწუხებთ. ამას იწვევს ჭარბი სითხის და/ან ცხიმების დაგროვება (რაც ხშირად გვხდება, განსაკუთრებით ქალებში ჰორმონალური პრობლემების გამო) და გარკვეული ასაკი, მენოპაუზის პერიოდი.
Vivien გთავაზობთ კვების მენიუს მაგალითს, რომელიც მსუბუქ ვარჯიშებთან ერთად (მაგალითად, სწრაფი სიარული) სრულიად ჯანმრთელი და ბუნებრივი გზით ბარძაყების ზომის შემცირებაში დაგეხმარებათ.
მენიუ
პირველი საუზმე:
- 1 ფინჯანი მწვანე ჩაი (ძლიერი ნატურალური ცხიმისმწველი), დამტკბარი თაფლი
- მთელი მარცვლეულის პურის ტოსტი თეთრ ყველთან ერთად
- ფორთოხალი ან ½ გრეიფრუტი ან ჭიქა კენკრა
მეორე საუზმე:
- ხილი, როგორიცაა მსხალი, ვაშლი, ნესვი, საზამთრო
- გვირილას ან მინდვრის შვიტას ნაყენი (ძლიერი ბუნებრივი შარდმდენი საშუალებები)
სადილი:
- 1 ჭიქა წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე
- 1 ულუფა თევზი ან მჭლე ხორცი
- ბოსტნეულის სალათი ბევრ მწვანილთან ერთად
სამხარი:
- 1 ფინჯანი მწვანე ჩაი
- ხილი ან კენკრა
ვახშამი:
- 1 ჭიქა წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე
- სალათი ან ბოსტნეულის წვნიანი
- 1 ულუფა ყავისფერი ბრინჯი ან პარკოსნები
- იოგურტი ან კეფირი
ამ დიეტის დაცვით (რამდენიმე სადილი შეგიძლიათ შეცვალოთ ან ერთმანეთს შეუთავსოთ) და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით ფეხების გახდომას უფრო ნაკლები ძალისხმევით შეძლებთ.