მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, შეშუპება: 5 საუკეთესო საშუალება სწრაფად აღსადგენად

1325

მუცლის შეშუპება არა მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, არამედ შეიძლება მტკივნეულიც იყოს! ჩვეულებრივ, ამას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს, რომელთა შორის გვხდება სტრესი, კუჭის აშლილობა, გაზების სიჭარბე, საკვების მოუნელებლობა და ა.შ.

საბედნიეროდ, მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ რამდენიმე საშუალება არსებობს, რომელთა სწორი მიღებით სიმძიმის შეგრძნებას, შებერილობას და შეშუპებას მოიშორებთ. Vivien გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს:

კოჭა

კოჭა მუცლის შეშუპების საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა. რაციონში მის დამატებას მარტივად შეძლებთ. შეძენილი ჩვევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება. საკმარისია, ¼ ჩ/კ გახეხილი ახალი კოჭა დღეში 1–3–ჯერ საჭმელთან ერთად მიიღოთ.

გვირილას ჩაი

გვირილას გემრიელი სასმელების მოსამზადებლად იყენებენ. მას ანთების საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი თვისებები აქვს. ყოველდღიურად ერთი ფინჯანი გვირილას ჩაის დალევა სიმძიმის, გაზების და შეშუპების შესამცირებლად ძალიან სასარგებლოა. თუ გემო არ მოგწონთ, გვირილას ჩაის პიტნა ან ნიგვზის ფოთლები დაუმატეთ.

ცეილონის დარიჩინის ჩაი

დარიჩინის ჩაი ქალების ჯანმრთელობისთვის ყოველთვის დიდი მოკავშირე იყო. ის მენსტრუაციულ ტკივილს ამცირებს. მეორე მხრივ, ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მუცლის შებერილობის, ჭარბი წონის და შეშუპების დროს. ასევე ჭარბ გაზსაც ეფექტურად ამცირებს.

წყალი ლიმონით

წყალი ლიმონით არა მხოლოდ გამამხნევებელი სასმელი, არამედ ერთ–ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა მუცლის შებერილობის დროს. თავისი შემადგენლობის წყალობით ნარევი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და გაზებს ამცირებს. ასევე ნაღვლის წარმოებას სტიმულირებს, რომელიც საჭმლის მომნელებელი პროცესისთვის აუცილებელია.

ხილი

ანანასი, კივი, პაპაია – ამ გემრიელ ხილს საჭმლის მომნელებელი პროცესის დაჩქარება და მუცლის შებერილობის თავიდან აცილება შეუძლია.

ჩაი ანისულით

1 კოვზი ანისულის თესლი ერთ ფინჯან ცხელ წყალს დაუმატეთ და 20-30 წუთით დააყენეთ. ანისული გაზების შესამცირებლად და მუცლის შეშუპების სწრაფად გასაქრობად შესანიშნავი საშუალებაა.

რეკომენდაციები მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად:

  • თავი აარიდეთ ნებისმიერ გაზიან სასმელს.
  • თუ ლაქტოზას ან გლუტენის აუტანლობა გაქვთ, ასეთი საკვები არ მიირთვათ. სჯობს ჩაანაცვლოთ სხვა ინგრედიენტებით, რომლებიც დისკომფორტს არ იწვევენ.
  • შემწვარი და გადამუშავებული პროდუქტების მიღება შეზღუდეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს