სახის დაჭიმვა მწოლარე პოზაში სრულად მოდუნებულ პირობებში: სახე იჭიმება, ახალგაზრდავდება და ნათდება

1028

სახის დასაჭიმად თავის კანის, მეცნიერულად, აპონევროზის მასაჟის შესახებ მხოლოდ ზარმაცს არ დაუწერია არაფერი და არ წაუკითხავს. Vivien–ის რედაქცია გთავაზობთ თითქმის იგივე ვარჯიშს, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ყველაფერი მწოლარე პოზაში სრულდება.

ასე მოდუნება უფრო ადვილია და მასაჟი გაცილებით ეფექტურია. რაც მთავარია, მწოლარე პოზაში ადვილი შესამჩნევია, რომ მხრები დაჭიმული გვაქვს.: თითქოსდა გვერდზე ვწვებით.

პირველ რიგში, ზომიერად მყარ და არასრიალა ზედაპირზე დაწექით. სახე, კისერი, მხრები, გულმკერდი და ასე შემდეგ მთლიანად მოდუნდით. ზურგი გამართული, კუდუსუნი მობრუნებული, მუცელი მოდუნებული. წელის და კისრის ქვეშ შეგიძლიათ შესაბამისი ზომის ნაჭრის ლილვაკი ან სპეციალური სამასაჟო ლილვაკი ამოიდოთ.

ყბა გახსენით, ტუჩები მოკუმეთ. სახე სრულად მოდუნებული. ყურადღება თვალებსა და შუბლს მიაქციეთ. აქ, კუნთებს ისე ვჭიმავთ, რომ ვერც ვამჩნევთ.

სრულად მოსადუნებლად გირჩევთ სწორად ისუნთქოთ, სრულად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს.

კისრის ქვეშ ასეთი ნივთი მიდევს, გირჩევთ, თქვენც გამოიყენოთ. თუ ზედმეტად იჩხვლიტება, პირსახოცი დააფარეთ.

როცა სხეულს და სახეს მოადუნებთ, ხელები ასწიეთ, მხრები არ დაჭიმოთ. აპონევროზის მასაჟი დაიწყეთ. თითის წვერებით თმის ქვეშ წინ და უკან იმოძრავეთ, თითქოსდა საშხაპე ქუდს ამოძრავებთ.

თუ კარგად მოდუნდით, თავის კანთან ერთად მთელი ტანიც სიარულს დაიწყებს. არ გაგიკვირდეთ, ასე უნდა იყოს.

და ისუნთქეთ. დაძაბულობის და სუნთქვის შეკავების გარეშე. უბრალოდ ისუნთქეთ.

ეფექტის გასაძლიერებლად თმის ზრდის ხაზი დაიმასაჟეთ, სახის მხრიდან შუბლამდე და უკან. ყურების წინ და უკან. ესეც თითის წვერებით შეასრულეთ.

აი, ეს ხაზი. აქ, კანი თითქოსდა მიკრობილია, არადა უნდა ირყეოდეს. ყურებთან და საფეთქლებზე ფრთხილად დაიმასაჟეთ, თითქოსდა მყიფე მინას წმენდთ. ეს ძალიან სასიამოვნო მოსადუნებელი მასაჟია.

თუ თვალებთან ბატის თათები გაქვთ, საფეთქლების და სახის ზედა ნაწილის კარგად დამასაჟება არ დაგავიწყდეთ.

აი, ეს დაძაბული ადგილი თქვენს ბატის თათებზეა პასუხისმგებელი. შეგიძლიათ ახლავე თითებით შეეხოთ და თქვენი ტრიგერები იპოვოთ.

აქ, ფრთხილად დაიმასაჟეთ, რადგან ეს ზონა ძალიან მტკივნეული და ზედმეტად დაძაბულია. ტკივილის წერტილი იპოვეთ, ძლიერ დააჭირეთ, მაგრამ ფანატიზმის გარეშე.

უკვე მასაჟის დროს იგრძნობთ, რომ სახის კანი ზემოთ აიწია, შეშუპება გაქრა: თვალები უფრო გაიხსნა და ლოყები შემცირდა.

პირველად, ასეთი თვითმასაჟი 2-3 წუთით და ძალიან ფრთხილად შეასრულეთ. შემდეგ, როცა მიხვდებით, რა და როგორ გააკეთოთ, უფრო თამამი გახდით, შეგიძლიათ თმაც თხემისკენ გაქაჩოთ.

მასაჟის შემდეგ კიდევ ცოტა ხანი იწექით, მშვიდად ისუნთქეთ. მარჯვენა მხრიდან ფრთხილად ადექით, ორივე ხელით საკუთარ თავს დაეხმარეთ.

სარკეში ჩაიხედეთ: ეფექტს პირველივე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ. სახე დაიჭიმა, შეშუპება გაქრა, თვალები უფრო გაიხსნა, ზედა ქუთუთოები დაიჭიმა, ბატის თათები შემცირდა. თვალების ქვეშ ტომრებიც შემცირდა.

მასაჟი შეგიძლიათ შეასრულოთ ერთჯერადად, როცა სასწრაფოდ გაახალგაზრდავება და გარეგნობის გაუმჯობესება გჭირდებათ, ან კურსების სახით: 2-3 დღეში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს