დღეს Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ დიასახლისის საპნით მომზადებულ სამკურნალო მალამოს, რომელიც გამოგადგებათ აკნეს, ძირმაგარას და სხვადასხვა სახის ანთების სამკურნალოდ. მალამოს მოსამზადებლად ბევრი კომპონენტი დაგჭირდებათ, მაგრამ თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია.
ინგრედიენტები:
- 1 ნატეხი დიასახლისის საპონი (შეგიძლიათ თხევადი საპონი გამოიყენოთ). ყველაზე მუქი და სუნიანი.
- ფუტკრის ცვილი
- თაფლი
- პროპოლისი
- მუმიო. აფთიაქებში იყიდება, ერთი აბი 2 გრამია.
- მზესუმზირას ზეთი ან მცენარეული ზეთი, მაგალითად, სელის ზეთი.
მომზადება:
- წყლით სავსე ქვაბი გაზქურაზე დადგით. სანამ წყალი დუღდება, სამკურნალო მალამოს მომზადებას შეუდექით.
- ღრმა და ფართო ჭურჭელი აიღეთ და ქვაბში ჩადეთ. საპნის ნატეხი გახეხეთ. ზუსტად 2 ს/კ კოვზი გახეხილი საპონი დაგჭირდებათ.
- 10 გრ ფუტკრის ცვილი დაუმატეთ. თვალით ამოიღეთ, სადღაც 1 სუფრის კოვზი დაგჭირდებათ.
- თაფლი აიღეთ და 1,5 ს/კ ჭურჭელში ჩაასხით.
- შემდეგ 1 აბი მუმიო დაუმატეთ.
- ¼ ჩ/კ პროპოლისი დაუმატეთ.
- 1 ჩ/კ ზეთიც ჩაასხით.
- აურიეთ და წყლის ორთქლზე ხარშეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ნელა და ზომიერად მოურიეთ. მალამო მზადაა. სუფთა ქილაში გადაიტანეთ და ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.
გამოყენება
თუ ძირმაგარამ შეგაწუხათ, ღამით პრობლემურ ადგილას წაისვით. ზემოდან ბამბის დისკი, შემდეგ პარკის ნაჭერი დააფარეთ და პლასტირით დააფიქსირეთ. 3-4 დღეში ძირმაგარა გაქრება.
ყურადღება! შეზღუდვა
ცოტა მალამო იდაყვზე წაისვით და შეამოწმეთ, ალერგია ხომ არ გაქვთ. კიდევ ერთი გაფრთხილება: ღია ჭრილობაზე არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს