თუ თმის ზრდის სტიმულირება ან დაჩქარება ბუნებრივი გზით გსურთ, პირველ რიგში, კვების კარგი ჩვევები უნდა შეინარჩუნოთ და თმას კარგად მოუაროთ.
ვივიენი გირჩევთ, რომ თმის ზრდის სტიმულირებისთვის რამდენიმე ნატურალური საშუალება გამოიყენოთ. მაგალითად, ქოქოსი და სტაფილო.
როგორც ამბობენ, სტაფილო და ქოქოსი შეიცავენ მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც თმის გაჯანსაღებას, ასევე გრძელი, ჯანმრთელი და ძლიერი თმის მიღებას ხელს უწყობენ.
შინაურული ქოქოსი–სტაფილოს კონდიციონერი ძალიან მარტივად მოსამზადებელი ფორმულაა. მისი უპირატესობის მისაღებად აუცილებლად რეგულარულად უნდა გამოიყენოთ და მოთმინება გამოიჩინოთ, რადგან შედეგს დაუყონებლივ ვერ დაინახავთ.
თმის ზრდის მასტიმულირებელი კონდიციონერის მომზადება
ამ შინაურული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 დიდი სტაფილო და 1 ჭიქა ქოქოსის რძე, ასევე სახეხი.
პირველ რიგში, სტაფილო გახეხეთ, შემდეგ წვენი გაწურეთ. ამის შემდეგ მიღებულ სითხეს ქოქოსის რძე დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. კონდიციონერის გამოყენებამდე თმა და თავის კანი „ტრადიციული“ მეთოდით დაიბანეთ.
ნატურალური საშუალება თმის ძირებიდან წვერამდე წაისვით. გარდა ამისა, თითის წვერებით სკალპში ზუსტად 5 წუთით შეიზილეთ.
კონდიციონერის ეფექტურობის გასაზრდელად თმა თერმოპირსახოცით ან პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ და ნახევარი საათით გაიჩერეთ. ბოლო ნაბიჯი – წყლით და ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ. კვირაში ერთხელ ასეთი მკურნალობა საკმარისია, რომ კარგი შედეგი მიიღოთ.