საუკეთესო ნატურალური წვენი ცხიმის დასაწვავად და მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად

953

Vivien გთავაზობთ მარტივ, ხალხურ რეცეპტს, რომლის დახმარებით ნაწლავების გაწმენდას შეძლებთ. მსხვილი ნაწლავის გამწმენდი საშუალებების გამოყენებით არა მხოლოდ ჯანმრთელობას გააძლიერებთ, არამედ ზედმეტ კილოგრამებსაც მოიშორებთ.

სასმელის მოსამზადებლად მხოლოდ 5 ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რომელთა პოვნას მაღაზიაში შეძლებთ.

სასმელის დალევის სიხშირე ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ შედეგს მხოლოდ 7 დღეში ელით, სასურველია, დღეში მინიმუმ 2–ჯერ დალიოთ.

პირველი ჭიქა უზმოზე, ანუ ნებისმიერი სახის საკვების მიღებამდე. მეორე ჭიქა უკვე დღის მეორე ნახევარში. ის შეიძლება იყოს შესანიშნავი წასახემსებელი სადილობის შემდეგ. თუ ასე გააკეთებთ, მხოლოდ ერთ კვირაში შესანიშნავ შედეგს დაინახავთ და თავს კარგად იგრძნობთ.

არ გამოტოვოთ ძირითადი საკვების მიღება, რომ წონის დაკლებას ხელი შეუწყოთ და დააჩქაროთ. ასე სერიოზულ შეცდომას დაუშვებთ, რადგან ნივთიერებათა ცვლას შეანელებთ და სასურველ შედეგს ვერ დაინახავთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ნაჭერი ანანასი
  • პატარა ვაშლი (სასურველია, მწვანე)
  • 1 ჩ/კ ალოე ვერას ან ალოეს წვენი
  • 1/2 დიდი მწვანე კიტრი
  • 1/2 ფორთოხალი
  • 1 ჭიქა სუფთა წყალი

ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

მნიშვნელოვანი მომენტი: ამ სასმელის მიღებამდე აუცილებლად 250-350 მლ წყალი უნდა დალიოთ. 20-30 წუთით მოიცადეთ და ამის შემდეგ გამწმენდი წვენი დალიეთ. 30-40 წუთში შეგიძლიათ ისაუზმოთ. არ ღირს ბევრის ჭამა, გადამუშავებული და ტკბილი საკვების მიღება.

თუ რაიმე დაავადება გაწუხებთ, ექიმთან კონსულტანციის გარეშე მსხვილი ნაწლავის გამწმენდი საშუალებები არ მიიღოთ. განსაკუთრებით ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

  • დივერტიკულიტი
  • წყლულოვანი კოლიტი
  • კრონის დაავადება
  • მწვავე ბუასილი
  • სიმსივნე სწორ ნაწლავში ან მსხვილი ნაწლავის დონეზე
  • კუჭზე ან ნაწლავებზე ახლახანს გადატანილი ოპერაცია

ამ სასმელის დახმარებით პრაქტიკულ და მსუბუქ საშუალებას მიიღებთ, რომლის დახმარებით გარანტირებულად ცხიმებს დაწვავთ და ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებთ. ასევე სიმსუბუქეს იგრძნობთ, რადგან მსხვილი ნაწლავიც ეფექტურად გაიწმინდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს