ღვიძლი ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც ასრულებს ბევრ ამოცანას: იქნება ეს ტოქსინების გამოდევნა, ცილების სინთეზი, თუ ვიტამინების შენახვა, სანამ ორგანიზმს არ დასჭირდება.
როცა ჯანსაღი ცხოვრების წესებს და დიეტას არ ვიცავთ, ხშირად არაჯანსაღად ვიკვებებით (განსაკუთრებთ ისეთი გაჯერებული ცხიმებით, როგორიცაა გაზიანი სასმელები, გადამუშავებული საკვები პროდუქტები), ორგანიზმში ბევრი ტოქსინი გროვდება, რომლებიც ღვიძლმა უნდა გაფილტროს. ამ ორგანოს გადატვირთვა კი ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
Vivien გთავაზობთ რამდენიმე მცენარეს, რომლებიც ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ეფექტურად და ბუნებრივად გაწმენდაში დაგეხმარებათ.
ვარდკაჭაჭას ფესვის ნაყენი
ამ მცენარის ფესვის მრავალ უპირატესობებს შორის გამოვყოფთ მის შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას ხელი შეუშალოს. ასევე ტოქსინების გამოდევნაში, ღვიძლის სწრაფად და სრულიად ბუნებრივად გაწმენდაში დაგეხმარებათ.
მისი მომზადება ისეთივე მარტივია, როგორც ნებისმიერი სხვა ნაყენის: 1 ჩ/კ ვარდკაჭაჭას ფესვს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. დააყენეთ და გადაწურეთ. თაფლით დაატკბეთ. დღეში 2–ჯერ, მინიმუმ 7-10 დღის განმავლობაში მიიღეთ.
კურკუმა
ძლიერი ანტიოქსიდანტური და შესანიშნავი გამწმენდი თვისება აქვს, რომელიც ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელი და ბუნებრივი გზით სისხლს წმენდს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
თქვენს რეცეპტებში ჩართეთ და მისი ანთების საწინააღმდეგო, ანტიკანცეროგენული და საჭმლის მომნელებელი თვისებები გამოიყენეთ.
პიტნის ნაყენი
პიტნის ფოთლების ჩაი ღვიძლის და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას ხელს უწყობს. შედეგად, გაზების წარმოქმნას ხელს უშლის, კუნთებს ადუნებს და სპაზმებით გამოწვეულ კუჭის დისკომფორტს ებრძვის. მზადდება ისე, როგორც ნებისმიერი ნაყენი. დღეში 1–2 ფინჯანი, კვირაში 3–4–ჯერ დალიეთ.
ბაყაყურას ნაყენი
ბაყაყურას თესლი იდეალურია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან შესანიშნავი ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან გვიცავს, ქოლესტერენის დონის შემცირებას ხელს უწყობს, ნაღვლის წარმოებას ზრდის და დაზიანებულ ქსოვილებს აღადგენს როგორც ღვიძლში, ასევე მთელ ორგანიზმში.
1 ს/კ დაქუცმაცებულ ბაყაყურას თესლს ცხელი წყალი დაასხით. 10-15 წუთით დააყენეთ. თაფლით დაატკბეთ. შედეგად, მარტივ და ეფექტურ საშუალებას მიიღებთ, რომელიც ღვიძლის მუშაობას გააუმჯობესებს და ჯანმრთელობას გააძლიერებს. დღეში ერთი ფინჯანი, მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში დალიეთ.
ჯანმრთელი ღვიძლი მთელი ორგანიზმის მუშაობაზე დადებითად აისახება.
ზემოთ მოცემული საშუალებები მიიღეთ და ტოქსინებისგან თავისუფალი სხეულის უპირატესობების გამოყენება დაიწყეთ.