Vivien გთავაზობთ 2 სუპერ პროდუქტს, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილბელ ბევრ მკვებავ ნივთიერებას შეიცავენ. ასევე, სუპერ პროდუქტები ორგანიზმის დაცვას ააქტიურებენ და სერიოზულ დაავადებებს განვითარებაში ხელს უშლიან.
სპირულინა
სპირულინა ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სუპერ პროდუქტია. ის შეიცავს ბევრ ცილას, ვიტამინს, მინერალს, ანტიოქსიდანტს, ასევე ცხიმოვან მჟავას და უცვლელ ამინომჟავას.
სპირულინას უპირატესობები:
- წყალმცენარე ცილების ყველაზე ცნობილი წყაროა და, რაც მთავარია, ქოლესტერინს არ შეიცავს.
- მისი მონელება ცხოველურ ცილებთან შედარებით უფრო ადვილია.
- მასში შემავალი ფერმენტების წყალობით ნივთიერებათა ცვლის და საჭმლის მონელების დარეგულირება მარტივდება.
- იმუნურ სისტემას ააქტიურებს.
- სპირულინა შეიცავს ქლოროფილს, რომლის გამოც სიმსივნის საწინააღმდეგო, ენერგიის გამაძლიერებელი, გამწმენდი და უჯრედული რეგენერაციის ძლიერი საშუალებაა.
- შეიცავს დიდი რაოდენობით A, B1, B2, B6, E, K ვიტამინებს, შედეგად, იდეალურია ანემიის და ნივთიერებათა ცვლის პრობლემების სამკურნალოდ.
- ლინოლეურის მჟავის სპექტრს შეიცავს.
- მენოპაუზის და მენსტრუაციის დროს დიდი მოკავშირეა.
- შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტია, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.
- როგორც ყველა წყალმცენარე, სპირულინაც რემინერალიზატორია, რომელიც ბევრი რკინით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, ასევე მაგნიუმით, ქრომით, ნატრიუმით და თუთიით უზრუნველგყოფთ.
კანაფის თესლი
კანაფის თესლს ნოყიერ პროდუქტად დამსახურებულად მიიჩნევენ. ძირითადად, იმიტომ, რომ მცენარეული ცილაა, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. კუჭქვეშა ჯირკვალში ქმნის ფერმენტებს და ცხიმოვანი მჟავებით მდიდარია.
მასში შემავალი ცხიმების 75%–ზე მეტი ნახევრად უჯერია, მათგან 60% ომეგა 6 და 20% ომეგა 3. ყველა უცვლელ ამინომჟავას, ასევე A, B, C და D ვიტამინებს შეიცავს. ასევე ორგანიზმს რკინის, კალციუმის და ფოსფორის მაღალი დოზით უზრუნველყოფს.
ამ ყველაფრის დამსახურებით კანაფის თესლი ფლობს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა:
- გულის დაავადებების და ნაადრევი დაბერების პრევენცია.
- დეგენერაციული დაავადებების, განსაკუთრებით ოსტეოართრიტის დროს ორგანიზმს ეხმარება.
- ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ასევე არტერიებს წმენდს.
- კანის პრობლემებს ებრძვის.
- მენსტრუაციის და მენოპაუზის დროს მტკივნეულ სიმპტომებს ამცირებს.
- დემენციის განვითარებას ხელს უშლის.
- ჰიპერაქტივობას, შფოთვას, დეპრესიას და სტრესს ამცირებს.
- ნაწლავების ტრანზიტს აუმჯობესებს და ყაბზობას აქრობს.
- იდეალურია ვეგეტარიანელებისთვის, სპორტსმენებისა და 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის.