7 მეთოდი, როგორ გავხადოთ თვალის ირგვლივ კანი იდეალური ნებისმიერ ასაკში რამოდენიმე წუთში

963

თვალების ირგვლივ კანი სათანადო მოვლის გარეშე შეიძლება სწრაფად დაბერდეს. სწორედ ამიტომ, Vivien გირჩევთ ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებას, რომ ნებისმიერ ასაკში დიდებულად გამოიყურებოდეთ!

თვალის ირგვლივ კანი უფრო თხელი და ნაზია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებში. თვალები მთელი დღე მუშაობენ, დაწყებული ხამხამით და დამთავრებული ემოციების გამოხატვით, რამაც შეიძლება მისი კანის დაბერება დააჩქაროს.

და მაინც, ასაკის მიუხედავად გვიანი არასდროსაა, რომ თვალებს ის სიყვარული მისცეთ, რომელსაც იმსახურებს. აი, რამდენიმე მარტივი რჩევა თვალის ირგვლივ კანის მოსავლელად. თქვენს სილამაზის რუტინას დღესვე დაუმატეთ!

დატენიანება

დატენიანება ერთ–ერთი დაუფასებელი ნაბიჯია, რომელსაც ხშირად უგულებელყოფენ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კანი ყურძენია. როცა წყალს კარგავს, მცირდება და ნაოჭები ჩნდება.

თუმცა როგორც კი ამ წყალს დაუბრუნებთ, წყალი შეიძლება შევსებაში დაგეხმაროთ და პოტენციურად ხაზების და ზოლების წარმოქმნა შეამციროს. იგივე თვალის ირგვლივ კანსაც ეხება. ვინაიდან მას ცხიმოვანი ჯირკვლები (ჩვენი კანის ბუნებრივი დამატენიანებელი) არ აქვს, სიმშრალისკენ უფრო მიდრეკილია.

პატარა კიტრი და რამდენიმე ტოტი ოხრახუში დააქუცმაცეთ და დააბლენდერეთ. სუფთა კანზე 10-15 წუთით გაიჩერეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღბის მოქმედების პერიოდში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაჩერდით!

ჰიპერპიგმენტაციის (მუქი წრეები) საწინააღმდეგოდ

მზის ულტრაიისფერი სხივების მიერ გამოწვეულ ჰიპერპიგმენტაციასთან საბრძოლველად რაციონში C ვიტამინი, ასევე B3 ვიტამინი უნდა ჩართოთ.

კანის გაღიავებაში ოხრახუშის წვენიც დაგეხმარებათ. 1 ჭიქა სუფთა წყალი და რამდენიმე ახალი ტოტი ოხრახუში დააბლენდერეთ. გადაწურეთ და ყინულის ფორმებში ჩაასხით. ყინულის კუბები ნაზი მოძრაობით მასაჟის ხაზებზე გადაიტარეთ. ყინულის კუბი ერთ ადგილას დიდხანს არ გააჩეროთ. დღეში ერთი პროცედურა საკმარისია, რომ კანმა გარდაქმნა დაიწყოს.

შეშუპების საწინააღმდეგოდ

შეშუპებული თვალების საწინააღმდეგო საშუალება შეიძლება იყოს ისეთი მარტივი, როგორც საკმარისი ძილი და წყლის მიღება. თუმცა როცა საქმე კანის მოვლის ინგრედიენტებს ეხება, შეშუპების შემცირებაში დაგეხმარებათ: კიტრის წვენის ცივი კომპრესები, გვირილის ნახარში და ოხრახუში. ასევე არაჟნის ან იოგურტის და ოხრახუშის წვენის ნარევი.

თქვენი კანის მოვლისას გთხოვთ

მაკიაჟის მოცილების თუ კრემების წასმის დროს თვალის ირგვლივ კანზე ნაზად იმოქმედეთ. თვალების ქვეშ კანი ძალიან ნაზია, ამიტომ დამატებითმა ზეწოლამ შეიძლება დამატებითი წვრილი ხაზები გააჩინოს.

მასაჟით გაანებივრეთ

თვალის ირგვლივ კანის მასაჟი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კანს კვებავს. მასაჟური მოძრაობით ზედმეტ სითხეს მოიშორებთ და შეშუპებას შეამცირებთ. ყოველდღე, დილა–საღამოს თითო წუთით მასაჟი გაიკეთეთ.

დაიძინეთ, კარგად ჭამეთ და ასევე რეგულარულად ივარჯიშეთ

როცა საქმე ეხება ჩვევების შეცვლასა და თვალის ირგვლივ კანის დაცვას, გახსოვდეთ, გარეგნულად აისახება ის, რაც შიგნით ხდება.

წესად გქონდეთ 3 რამ:

  • საკმარისი ძილი
  • დღის განმავლობაში აქტიურობა, ფეხით ბევრი სიარული, ვარჯიში
  • ჯანსაღი დიეტის დაცვა

ეცადეთ, რომ მინიმუმ 6 საათი გეძინოთ და რეგულარულად ივარჯიშოთ, რომ სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოთ. თუ არ გძინავთ და არ ვარჯიშობთ, თქვენ არა მხოლოდ დაღლილობას იგრძნობთ, თვალის ირგვლივ კანი უფრო მუქი, შესიებული და „არაჯანსაღი“ გახდება.

დაბალანსებული და ჯანსაღი დიეტა დაიცავით. კალიუმით მდიდარი პროდუქტები მიირთვით, მაგალითად, ბანანი. ასევე ყოველდღე საკმარისი რაოდენობის წყალი დალიეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს