ვწმენდთ სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან ნივრისა და ლიმონის გამოყენებით

1089

ქოლესტერინის მაღალი დონე არტერიულ სისხლძარღვებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. წარმოიქმნება ქოლესტერინის ფირფიტები, რომლებიც ტვინში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ხელს უშლიან და სისხლძარღვების გახეთქვას იწვევენ. Vivien გირჩევთ, რომ სახიფათო პათოლოგიების (ინსულტი და ინფარქტი) თავიდან ასაცილებლად სისხლძარღვები რეგულარულად გაიწმინდოთ.

  • გაუთლელი ლიმონი კარგად გარეცხეთ და ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ. მიღებულ მასას 1 ლ წყალი დაუმატეთ და 3 დღე დააყენეთ. 50 მლ საშუალება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ერთხელ დალიეთ. მკურნალობის კურსი – მინიმუმ 40 დღე.
  • 10 კბილი ნიორი და 10 ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში დააქუცმაცეთ. მიღებულ მასას 1 ლ თაფლი დაუმატეთ და 7-10 დღე დააყენეთ. ნარევი ბნელ ადგილას, მზის სხივებისგან მოშორებით შეინახეთ. 20-40 მლ საშუალება დღეში ერთხელ, უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსი 60 დღე.
  • ერთ კილოგრამ ლიმონზე 3-4 თავი ნიორი აიღეთ. შემდეგ ლიმონის წვენი და ნივრის ფაფა აურიეთ. მინიმუმ 3 დღე დააყენეთ. გამოყენების წინ 20 მლ საშუალება ჩვეულებრივ წყალში გააზავეთ და დღეში 2-3-ჯერ დალიეთ. მკურნალობა მომზადებული ნარევის დასრულებამდე გრძელდება.

ისეთი მარტივი პროდუქტების დახმარებით, როგორიცაა ნიორი და ლიმონი, სისხლში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებთ, სისხლძარღვების კედლების მოქნილობას გაზრდით, ასევე იმუნიტეტს გააძლიერებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს