ლიმონი ციტრუსის ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო წარმომადგენელია. ის შეიცავს ბევრ C ვიტამინს (ასკორბინის მჟავა), რომელიც უძლიერესი ნატურალური ანტიოქსიდანტია.
ლიმონის რეგულარული მიღება სისხლძარღვების კედლების მოქნილობას ზრდის და ქოლესტერინის წარმონაქმნების მოცილებას ხელს უწყობს. Vivien გასწავლით, როგორ გაიწმინდოთ სისხლძარღვები ლიმონის დახმარებით.
ლიმონის დახმარებით სისხლძარღვები შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდით გაიწმინდოთ.
- გამწმენდი ნარევი ლიმონის და ნივრის საფუძველზე. 4 დიდი ლიმონის რბილობი ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში დააქუცმაცეთ (წინასწარ კურკები ამოიღეთ). რამდენიმე ნივრის თავი გაწმინდეთ და დააქუცმაცეთ. ნივრის და ლიმონის მასები შეურიეთ და შესაფერის კონტეინერში ან ქილაში გადაიტანეთ. ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით და 3 დღე გრილ, ბნელ ადგილას შეინახეთ. შემდეგ გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა ყოველი ჭამის წინ (დღეში 3–ჯერ) დალიეთ. სამკურნალო კურსი – 1,5 თვე. სამკურნალო საშუალება მაცივარში შეინახეთ.
- სისხლძარღვების გაწმენდა ლიმონით და თაფლით. 1 საშუალო ლიმონის რბილობი კარგად დააქუცმაცეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ რბილობში კურკები არ დარჩეს. კურკები შხამიან ნივთიერებას შეიცავენ. დაქუცმაცებულ რბილობს 1 ლ წყალი დაასხით და 3 დღე დააყენეთ. ¼ ჭიქა მიღებული საშუალება დღეში 3–ჯერ დალიეთ. უშუალოდ მიღების წინ 1 ულუფა სამკურნალო საშუალებას 1 კოვზი თაფლი აუცილებლად დაუმატეთ. ასეთი სამკურნალო საშუალება ერთი თვის განმავლობაში მიიღეთ.
- ლიმონის, ხახვის, ნივრის და თაფლის კომპლექსური ზემოქმედება სისხლძარღვების გასაწმენდად. 3 საშუალო ლიმონი, 1 პატარა ხახვი და 200 გრ ნიორი აიღეთ. ინგრედიენტები გაასუფთავეთ, დააქუცმაცეთ და აურიეთ. მიღებულ მასას ცოტა, დაახლოებით 50 გრ თაფლი დაუმატეთ. მზა სამკურნალო საშუალება ულუფებად მიიღეთ – 10 გრ დღეში 3–ჯერ, 1,5 თვის განმავლობაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს