ვითეთრებთ კბილებს აქტივირებული ნახშირით

800

აქტივირებული ნახშირის გამოყენება კბილის ემალის ფერის გასაუმჯობესებლად ყველასთვის ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდია.

კალიუმის ჰიდროქსიდის უწვრილესი კრისტალები, რომელიც აქტივირებული ნახშირის აბებში შედის, კბილების ზედაპირს ხარისხიანად წმენდს. Vivien გთავაზობთ აქტივირებული ნახშირის გამოყენების რამდენიმე მეთოდს, რომელთა დახმარებით სახლის პირობებში კბილების გათეთრებას შეძლებთ.

ნახშირის გამოყენების რამდენიმე მეთოდი

შავი აქტივირებული ნახშირით კბილის ზედაპირის გათეთრების მრავალი მეთოდი არსებობს.

  1. ნახშირის დაფშვნილი ფხვნილი შეგიძლიათ პირდაპირ ჯაგრისზე კბილის პასტას დაუმატოთ.
  2. რამდენიმე აბი ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცეთ. ცოტა წყალი დაუმატეთ და აურიეთ, სანამ ფაფას არ მიიღებთ. მიღებული მასით კბილები ჩვეული მეთოდით გაიწმინდეთ. ამ მეთოდის გამოყენება მუდმივად შეგიძლიათ.
  3. ეფექტის გასაძლიერებლად ნახშირის ფხვნილს წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ამ ნარევით კბილების ზედაპირი დაფარეთ. ცოტა ხნით გაიჩერეთ, შემდეგ წყალი გამოივლეთ.

პროფესიონალი სტომატოლოგები გირჩევენ, რომ აქტივირებული ნახშირი კვირაში 2-3-ჯერ გამოიყენოთ. ასე არა მხოლოდ კბილების ზედაპირს გაათეთრებთ, არამედ ბაქტერიების გავლენას გაანეიტრალებთ, თუნდაც რთულად მისადგომ ადგილებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს