ბოლო ასწლეულის განმავლობაში ადამიანებმა კბილების მოვლა ისწავლეს. სამწუხაროდ, პირის ღრუზე ზრუნვას ჯერ ვერ მიეჩვივნენ. არადა ღრძილების ჯანმრთელობაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ კბილების, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობა. სწორედ ამიტომ, ღრძილებს გაძლიერება სჭირდება.
სპეციალური საშუალებების, პასტების გარდა, რომლებიც ჰიპერმარკეტებში იყიდება, შეგიძლიათ ხალხური მეთოდები და საშუალებები გამოიყენოთ. Vivien გთავაზობთ ეფექტურ ხალხურ რეცეპტებს ღრძილების გასაძლიერებლად.
გულყვითელა
გულყვითელას ღრძილების მდგომარეობის და გარეგნობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია. ნახარშის მოსამზადებლად 1 ჩ/კ გულყვითელას 1 ჭიქა წყალი დაუმატეთ. აფთიაქში, ძირითადად, ფილტრი–პაკეტი იყიდება. 5 ლარად 20 პაკეტიანი შეფუთვა შევიძინე.
სტაფილო და ისპანახი
სტაფილოს წვენი, ასევე ისპანახის ნაყენი პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სასარგებლო სასმელი მოამზადეთ. ამისთვის 5 ნაწილ სტაფილოს წვენს 3 ნაწილი ისპანახის ნახარში დაუმატეთ. მიღებული საშუალება ყოველდღე დალიეთ. ამასთან შუალედებში 2–3 ყლუპი ნარევი პირში დაიგუბეთ, ცოტა გამოივლეთ და გადმოაფურთხეთ. დარჩენილი საშუალება, როგორც ჩვეულებრივი სასმელი, ისე დალიეთ.
ჭაობის კოთხუჯი
ეს დიდად პოპულარული მცენარე არაა, მაგრამ ღრძილებისთვის სასარგებლოა. საკმარისია კოთხუჯის ფესურა აიღოთ და ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცოთ. ასეთი ფხვნილით კბილები დილა–საღამოს გაიწმინდეთ.
ამ მეთოდებს უკვე წლებია ვიყენებ. შეგიძლიათ საერთოდ არაფერი შეიძინოთ. თუ აგარაკი გაქვთ, რომელიღაც მცენარეები შეიძლება თქვენს ნაკვეთზე იზრდებოდეს, ზოგიც – მინდორში. პირის ღრუს მოსავლელად უამრავი სხვა მეთოდიც არსებობს. დღეს მხოლოდ ყველაზე საყვარელ მეთოდებზე გიამბეთ.