პროპოლისის ზეთი ხველის, ყელის ტკივილის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს

1068

ფუტკრები პროპოლისს ხის კვირტებიდან იღებენ. სკაში ფისი გამდიდრებულია ფუტკრის ყბის ჯირკვლებით, შერეული ცვილით, მტვრით და სხვა კომპონენტებით. შედეგად მიიღება უნიკალური ბუნებრივი წებო, რომელსაც უძლიერესი ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. პროპოლისი, როგორც ძლიერი სამკურნალო საშუალება, აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ხალხურ, არამედ ტრადიციულ მედიცინაში. Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ პროპოლისის ზეთი.

რა არის პროპოლისის ზეთი და როგორ მოვამზადოთ

პროპოლისის ზეთი პროპოლისის ზეთოვანი ექსტრაქტია. გაცხელებისას სასარგებლო ნივთიერებები, როგორიცაა ფისი, ბალზამი, ეთერზეთი და სხვა, ცხიმებში იხსნება, ამიტომ ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ასე სასარგებლო კომპონენტების თერაპიული მოქმედება ძლიერდება.

პროპოლისის ზეთის მომზადების ეტაპები

  1. ხარისხიანი კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ.
  2. დაქუცმაცებული პროპოლისი დაუმატეთ.
  3. წყლის ორთქლზე 15-20 წუთი გააჩერეთ (მუდმივად აურიეთ), სანამ ზეთი ლიმონისფერი არ გახდება.
  4. ზეთი მარლით გაწურეთ.
  5. მზა პროპოლისის ზეთი მუქ ქილაში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

რაში დაგეხმარებათ პროპოლისის ზეთი?

პროპოლისის ზეთის მოქმედების სფერო ძალიან ფართოა:

  • ყელის და პირის ღრუს დაავადებები;
  • ბრონქიტი, ტრაქეიტი, ფილტვების ანთება და სხვა დაავადებები, რომელთაც ხველა ახლავს;
  • გასტრიტი, კუჭის წყლული და ეროზია, ნაწლავების პრობლემები;
  • დამწვრობა და დერმატოლოგიური ხასიათის სხვა პრობლემები;
  • სოკოვანი ან ინფექციური წარმოშობის სხვა დაავადებები, ასევე პროცესები, რომლებიც ქსოვილების შეხორცების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

მნიშვნელოვანია! ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტანცია ყოველთვის გაიარეთ. ექიმი პროპოლისის ზეთის სამკურნალო ტაქტიკის შერჩევაში დაგეხმარებათ და უკუჩვენებებზე მიგითითებთ.

როგორ გამოვიყენოთ პროპოლისის ზეთი ბრონქიტის, ხველის, პნევმონიის და კუჭის დაავადებების დროს

როგორც წესი, პროპოლისს მცირე რაოდენობით ჩაის ან თბილ რძეს უმატებენ და დღეში რამდენჯერმე სვამენ. ერთი კურსის ხანგრძლივობა ერთ თვეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. დოზირებასა და გამოყენების მეთოდებზე კონსულტანცია აუცილებლად ექიმთან გაიარეთ.

უკუჩვენებები

პროპოლისი და მასზე დაფუძნებული პრეპარატები უკუჩვენებულია მათთვის, ვისაც ფუტკრის პროდუქტებზე ალერგია, ბრონქული ასთმა და ფილტვების დაავადებები ასთმური კომპონენტებით აქვთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს