დღეს Vivien-ი გთავაზობთ ოქროს ნიღაბს, რომელიც ნამდვილად უნიკალურია. ზუსტად რამდენიმე დღიანი გამოყენების შედეგს მის ეფექტურობას დაინახავთ. აუცილებელ ინგრედიენტებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იპოვოთ და თან ფასიც არ იკბინება.
პატარა წინაისტორია
ძველ ბინაში მეზობელი მყავდა, 42 წლის თამარი, რომლის ზურგზეც ცხოვრების ბევრმა სირთულემ გადაიარა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა, 7 შვილი ერთმანეთზე პატარა, არანაირი სპეციალობა. რომც ჰქონოდა, ბავშვებთან დამტოვებელი არავინ ჰყავდა. იმ დროს ხალხი რაღაცნაირად შეკრული იყო და ყველა შესაძლებლობის მიხედვით მის დახმარებას ცდილობდა, თუნდაც საჭმლით.
ვცხოვრობდით პატარა სახლში – ოთხსართულიანი ხრუშოვკის ტიპის კორპუსში სამი სადარბაზოთი. ზაფხულში სახლის მობინადრეების ცხოვრება დიდ ეზოში გადიოდა. აქ, გვქონდა დიდი მაგიდა, პატარებისთვის წყლის ონკანი და 1×1 ზომის აუზი. ვიღაც ბეწვის ლეიბებს წმენდა, ვიღაც ხალიჩებს რეცხავდა, ვიღაც ზამთრისთვის ბოსტნეულს ამზადებდა, ვიღაც ყველა ამ მოქმედი პირისთვის ყავას ადუღებდა. ბავშვები წყლით წუწაობდნენ და თამაშობდნენ.
მოკლედ, დილიდან საღამომდე, ჩვენს ყოველდღიურ პრობლემებს და სასიხარულო ამბებს ვყვებოდით. სხვისი ამბების გახსენებაც არ გვავიწყდებოდა. ბავშვები თვალთახედვის არეში იყვნენ, საყოფაცხოვრებო საქმეებს ვასრულებდით და ეს ყველაფერი გარეთ, სუფთა ჰაერზე, ონკანის ცივი წყლით. საღამოს ქალებს სამსახურიდან დაბრუნებული კაცები ცვლიდნენ. აქ ქაოსი იწყებოდა, თითოეულს გარეთ ღვინო და საკვები გამოჰქონდა. ერთი მაყალს ანთებდა, მეორე ხორცს ჭრიდა, ქალები საჭმლის გატანაში ეხმარებოდნენ, მაგრამ შემდეგ მიდიოდნენ. თითქოსდა, რა იყო იმ დროში ცუდი?
და მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სახლებში მიდიოდა, ღამის სიჩუმეში თამარის მოგუდული ტირილი ისმოდა. და გასაკვირი არაა, რომ ამ ტანჯვამ მის სახეზე ანაბეჭდი დატოვა. ნაადრევი ნაოჭები გაჩნდა, ახალგაზრდული იერი სიფერმკრთალემ ჩაანაცვლად. როგორც ჩანს, სრულფასოვანი კვების დეფიციტი სახეზე აისახა.
წლები გავიდა, თამარი წლები ნანახი არ მყავდა. ერთხელ შემთხვევით სუპერმარკეტში შევხვდი. დიდხანს ვაკვირდებოდი, ვცდილობდი გამეგო, ის იყო თუ არა. მისვლა და კითხვა მეუხერხულებოდა. როცა ჩემი მზერა დაიჭირა, მოვიდა და მკითხა, ნუთუ ვერ მცნობ? დიახ, ეს მე ვარ. ნამდვილად, მისი ცნობა რთული იყო. ჩემ წინ მოვლილი, ძალიან სოლიდურად ჩაცმული ქალი იდგა. რაც მთავარია, სახის კანი, გადაჭარბების გარეშე, ხავერდივით ნაზი ატმისფერი იყო.
თამარისგან გავიგე, რომ ბავშვები კარგად მოეწყვნენ და უფროსი ვაჟი ჩინეთში კოსმეტოლოგიურ კლინიკაში მთავარი ექიმის დამხმარედ მუშაობდა. აი, სახის კანი ჩემი შვილის დამსახურებაა, მითხრა მან.
იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებამ ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაგვფანტა, თბილი ურთიერთობა განვაახლეთ. სახის მოვლის რამდენიმე საიდუმლო გამიმხილა და თავის მხრივ, თქვენც გიზიარებთ.
ოქროს ნიღბის რეცეპტი
მაპატიეთ, მაგრამ მთელ პროცედურას ხელზე გაჩვენებთ.
1. თავდაპირველად, სახის კანი გაიწმინდეთ. ამისთვის სკრაბი დაგჭირდებათ. ასე მზადდება – 1 ს/კ ოთახის ტემპერატურის რძე 3 ჩ/კ საკვებ სოდაში გახსენით.
2. 2 წვეთი ქოქოსის ზეთი დაუმატეთ.
3. ფაფის მიღებამდე კარგად აურიეთ.
4. სახეზე წაისვით (ოღონდ ქუთუთოებზე არავითარ შემთხვევაში). მსუბუქი მოძრაობით კანში შეიზილეთ.
შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, კანი ქაღალდის ან ბამბის პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. ახლა ნიღაბი წაისვით. ნიღაბი წინასწარ, სკრაბის გამოყენებამდე უნდა მოამზადოთ.
ოქროს ნიღაბი
1. გოგრას ქერქი მოაშორეთ, კუბებად დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ.
2. ცივი წყალი დაასხით ისე, რომ გოგრას ცოტათი ფარავდეს.
3. ადუღებამდე მიიყვანეთ, ცეცხლს დაუწიეთ, თავსახური დაახურეთ და 15 წუთით მოხარშეთ. წყლიდან ამოიღეთ.
4. კარგად დაჭყლიტეთ, ანუ პიურედ აქციეთ და გააგრილეთ. 2 ს/კ გოგრის პიურე დაგჭირდებათ.
5. ნახევარი ჩაის კოვზი ხარისხიანი თაფლი დაუმატეთ და ხის ჩხირით აურიეთ. თუ თაფლზე ალერგიული ხართ, მაშინ მხოლოდ გოგრის პიურე გამოიყენეთ.
6. ნიღაბი სუფთა სახეზე წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ.
7. ფაფა ქაღალდის პირსახოცით მოიშორეთ.
8. თბილი რძით ჩამოიბანეთ. ამისთვის ბამბის დისკი გამოიყენეთ.
თუ მშრალი კანი გაქვთ, გოგრის პიურეს 1 ქათმის კვერცხი დაუმატეთ. 15 წუთში ნიღაბი თბილი რძით ჩამოიბანეთ.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 2 ს/კ გოგრის პიურე 2-3 წვეთ ლიმონის წვენს აურიეთ. 15 წუთში თბილი რძით ჩამოიბანეთ.
პროცედურის შემდეგ სახის კანი ქაღალდის პირსახოცით გაიწმინდეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
ნიღაბი 5 დღეში ერთხელ გაიკეთეთ. კურსი 12 პროცედურისგან შედგება. 1 თვე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. სულ გამოგივართ 2 კურსი 12–12 პროცედურით და 1 თვიანი შესვენებით. თუ რაიმე მიზეზით რძეს ვერ იყენებთ, ნიღაბი თბილი წლით ჩამოიბანეთ.