3 ინგრედიეტისგან შემდგარი უძველესი რეცეპტი, რომელიც ბევრ პრობლემას ბუნებრივი გზით მოგაშორებთ.

876

დღეს Vivien-ი გთავაზობთ ერთ–ერთ უძველეს რეცეპტს, რომელსაც უკვე წლებია სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ იყენებენ.

ნარევში შედის 3 კომპონენტი, რომელთაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვთ. მათი კომბინაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას ბუნებრივი გზით მოგაშორებთ.

ალოე და თაფლი შეიცავს ბევრ სასარგებლო და მკვებავ თვისებებს, ხოლო ლიმონი – ერთ–ერთი უდიდესი ანტიოქსიდანტი და ორგანიზმის გამწმენდია.

ალოე ვერა ერთ–ერთი სამკურნალო მცენარეა, ამიტომ ბევრ დაავადებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. უნიკალური საშუალება დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემულ უსიამოვნებებთან ბრძოლაში:

  • კოლიტი
  • გასტრიტი
  • წყლული
  • ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას ამცირებს
  • ართრიტი
  • ანთებას აქრობს, განსაკუთრებით კუჭ–ნაწლავის ტრაქტში
  • შაქრის, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, არტერიული წნევის დონეს არეგულირებს
  • სხეულის გატუტოვნებას ხელს უწყობს
  • სტრესისგან გვიცავს
  • ჭრილობების შეხორცებას აჩქარებს
  • უჯრედებს აღადგენს
  • ნაწლავების მოძრაობას ხელს უწყობს, ყაბზობას აქრობს

სიროფის რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • ¼ ლ ფუტკრის თაფლი
  • 4 დიდი ალოე ვერას ფოთოლი
  • 2 ლიმონი (ან ლაიმა) ქერქიანად

მომზადება:

ალოეს ფოთლებიდან გელი ამოიღეთ, ლიმონი გარეცხეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ინგრედიენტები აურიეთ და დააბლენდერეთ. მიღებული ნარევი გადაწურეთ და მინის ქილაში მოათავსეთ. ნარევი მაცივარში შეინახეთ.

გამოყენება:

  • 1 ჩ/კ ნარევი დილას და სადილობისას ჭამის შემდეგ დალიეთ. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში 1 ჩ/კ ნარევი მხოლოდ დილით მიიღეთ.
  • მკურნალობის შემდეგ 1 კვირა აუცილებლად შეისვენეთ. აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო კურსი გაიმეორეთ.
  • სიროფს არც თუ ისე სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ თუ ცოტა წყალში ან წვენში გააზავებთ, დალევას შეძლებთ.
  • მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ. შენახვის ვადა – 1 თვე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს