თმის ცვენის შეჩერებასა და გასქელებაში შინაურული ნიღბები დაგეხმარებათ

956

ზედმეტი ხარჯისა და ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე სახლის პირობებში შეგიძლიათ თმის საოცარი ნიღბები მოამზადოთ. ნიღბები შეიცავს ვიტამინებს, ზეთებს და პროდუქტებს, რომელთა შეძენას ნებისმიერ აფთიაქში ან მაღაზიაში შეძლებთ. თქვენ დიდებული მბზინავი და სქელი თმის მფლობელი გახდებით.

ნიღბები თმის ცვენის შესაჩერებლად

ნიღაბი ვიტამინებით

დაგჭირდებათ:

  • 1 ამპულა B6 ვიტამინი
  • 1 ამპულა B12 ვიტამინი
  • 1 გრ C ვიტამინი
  • 2 ს/კ ბირკავას ზეთი
  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ თმის ბალზამი

მომზადება და გამოყენება:

კომპონენტები აურიეთ. ნარევი თმაზე წაისვით, პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ. 1 საათში ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ნივრით

დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ ბირკავას ზეთი (ალტერნატივა – ზეითუნის ზეთი)
  • 1 ს/კ იოგურტი (ალტერნატივა – კეფირი ან მაიონეზი)
  • 1 ს/კ ნებისმიერი თმის ნიღაბი
  • 1 კბილი ნიორი

მომზადება და გამოყენება:

ნიორი გახეხეთ ან დაჭყლიტეთ, თაფლი შეათბეთ, კვერცხი ათქვიფეთ. კომპონენტები აურიეთ და თმაზე წაისვით. პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ, 2 საათში (მინიმუმ 1 საათი) ჩამოიბანეთ. თუ სუნზე წუხართ, გარწმუნებთ, მშრალ თმაზე აღარ გექნებათ. დასაზღვევად თავზე ოხრახუშის ნახარში ან ვაშლის ძმარი გადაივლეთ.

ნიღაბი კონიაკით

დაგჭირდებათ:

  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი
  • 1 ს/კ კონიაკი
  • 1 კვერცხის გული

მომზადება და გამოყენება:

კომპონენტები აურიეთ და მიღებული მასა თავის კანში 5 წუთით შეიზილეთ. თავი პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ. 2–3 საათში შამპუნით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღაბი უკვე 2–3 პროცედურის შემდეგ თმის ცვენას შეგიჩერებთ.

ნიღბები თმის გასასქელებლად

ეს ნიღბები თმის ბოლქვებზე შესანიშნავ მოქმედებას ახდენენ, თმა წარმოუდგენლად იზრდება და მოცულობითი ხდება.

  1. კვერცხის გული + 2 ს/კ მცენარეული ზეთი. ნახევარი საათით გაიჩერეთ.
  2. 0,5 ლ კეფირი + კვერცხის გული. 40 წუთით გაიჩერეთ. ნორმალური და მშრალი თმისთვის გამოგადგებათ.
  3. კვერცხის გული + 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი + 1 ს/კ ბირკავას ზეთი. 40 წუთით გაიჩერეთ.
  4. თეთრი თიხა + თბილი წყალი. 15 წუთით გაიჩერეთ.

თმის გამაძლიერებელი ნიღაბი

დაგჭირდებათ:

  • ¼ ჩ/კ საბავშვო საპონი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ს/კ მშრალი მდოგვი

მომზადება და გამოყენება:

საპონი გახეხეთ, წყალი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. გადაწურეთ, მდოგვი მოაყარეთ, აურიეთ და ამ საშუალებით თავი დაიბანეთ, 5 წუთით თმის ძირები დაიმასაჟეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს