ასეთი გამოთქმა არსებობს, რომ „აუცილებელი არაა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, საკმარისია თქვენს ასაკში დიდებულად გამოიყურებოდეთ“. ამ ფრაზას სრულიად ვეთანხმები.
დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გარეგნობის მხარდასაჭერად მთელი ქონების დახარჯვა აუცილებელი არაა. ხშირად კოსმეტიკა განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს, რადგან სილამაზე ჩვენი ჯანმრთელობის ასახვაა.
დღეს Vivien–ი გთავაზობთ მეთოდებს ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, რამდენადაც ეს ასაკის გათვალისწინებით შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი დილის ჩვევად აქციოთ, მაგალითად, როგორიცაა კბილების გახეხვა. რაც მთავარია, ეს უფასო, მარტივი და ძალიან ეფექტურია.
გაღვიძებისთანავე, ლოგინიდან ადგომამდე, სისხლის მიმოქცევას აძლიერებს.
საქმე ეხება მსუბუქ ვარჯიშებს. უბრალოდ მთელ სხეულზე ხელებით, მუშტებით ან ხელისგულებით იტყაპუნეთ. ასევე შეგიძლიათ თმის უბრალო მასაჟორი აიღოთ და სატყაპუნოდ გამოიყენოთ.
რა თქმა უნდა, მთელი ძალით არ დააწვეთ. მსუბუქი თვითმასაჟი საკმარისია. ეს კარგი პროფილაქტიკაა სხვადასხვა შეშუპების, მოთენთილობის, სხეულის „კრაჭუნის“ წინააღმდეგ. ამასთან, ამ მეთოდის დახმარებით მთელი დღე ენერგიაზე იქნებით.
გაღვიძებისთანავე ენა ნადებისგან გაწმინდეთ
ეს ჩვეულებრივი ჩაის კოვზით ან სპეციალური საფხეკით გააკეთეთ. შეგიძლიათ კბილების გახეხვამდე გააკეთოთ.
რა სარგებელი აქვს?
როცა გვძინავს, ორგანიზმი დღის განმავლობაში დაგროვებულ ტოქსინებს ინტენსიურად იშორებს, რომელთა ნაწილი ენაზე გროვდება. ნადების მოშორებით პირის ღრუს უსიამოვნო სუნს მოიშორებთ. შემჩნეული მაქვს, რომ ეს გემოს შეგრძნებებს აძლიერებს, სწრაფად დანაყრებას ხელს უწყობს.
დამატებით, შეგიძლიათ პირის ღრუში 3%–იანი წყალბადის ზეჟანგი ან ცივი დაწურვის მცენარეული ზეთი გამოივლოთ. ყურადღება, არ დალიოთ!
დილით, ნაწლავების გასუფთავების შემდეგ მშრალი ბამბის პირსახოცით მუცლის მასაჟი გაიკეთეთ.
პრესის კუნთები დაჭიმეთ და დაზილეთ, დაწყებული მარჯვენა ზედა ნაწილიდან წრიული მოძრაობით. ჭიპის ირგვლივ წრიულად იმოძრავეთ, მაგრამ ჭიპს არ შეეხოთ.
თუ დილით ნაწლავების გასუფთავებას ვერ ახერხებთ, ასეთი მასაჟი საუზმემდე, ცარიელ კუჭზე გააკეთეთ.
გასაოცარი რიტუალი: საჭმლის მონელება გაუმჯობესდება. გამოადგება მათ, ვისაც მუცლის შემცირება და ენერგიით დამუხტვა სურს.
შესაძლოა, თქვენთვის ზოგიერთი დილის ჩვევა ცნობილია. თუ არა, რომელიმე პუნქტით შეიარაღდით, ან ყველა რჩევა გაითვალისწინეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და ორგანიზმს შესანიშნავად აახალგაზრდავებს.
თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გაქვთ, სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ.