10 მცენარე, რომლებიც თქვენს სახლს ავი თვალისა და ჯადოსგან დაიცავს

1866

ბევრი მცენარეს მხოლოდ სანელებლად ან საკვებ პროდუქტად ზრდის, თუმცა მათ სხვა დანიშნულებაც აქვთ. მცენარეს შეუძლია თქვენი სახლი, ოჯახი, ახლობლები ავი თვალისა და ჯადოსგან დაიცვას.

ითვლება, რომ მოქმედება დაფუძნებულია მცენარის მიერ მზისგან მიღებულ სინათლეზე, როგორც ჯადოქრების ბნელი განზრახვის საპირწონე. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მცენარე, გარკვეულწილად,  სახლის ენერგეტიკაზე დადებითად აისახება. Vivien-ის რედაქცია გთავაზობთ 10 ყველაზე ძლიერ მცენარეს.

როზმარინი

არომატული მცენარე ბინის ან სახლის ბინადრების ენერგეტიკას ზრდის. ტოტი ცნობილია, როგორც ბუნებრივი სიმულატორი. ის ტვინის მუშაობას და სწავლის უნარს აუმჯობესებს. როზმარინს უყვარს სინათლე და მისი დაგროვება შეუძლია, ამიტომ ავი თვალისგან დასაცავად ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ მცენარედ ითვლება.

დიფენბაჰია

მცენარე შინაური ცხოველებისთვის შხამიანია, მაგრამ თუ ცნობისმოყვარე თათებისა და სახისგან მოშორებით დადებთ, თქვენს ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს შემოიტანს. დიფენბაჰია ოჯახში ფინანსურ მდგომარეობას აუმჯობესებს. ხოლო მის გვერდით სამზოლიანი სანსევიერა არაკეთილმოსურნეებისა და ჯადოსგან დაგიცავთ. მცენარის ქოთანი შემოსასვლელ კართან დადეთ. ასე ბოროტება გარეთ დარჩება.

სამზოლიანი სანსევიერა

სანსევიერას, როგორც ავი თვალისა და ჯადოსგან დამცავი მცენარის მოქმედება, ცოტათი განსხვავდება. რწმენის მიხედვით, მისი ფოთლებში ადამიანში კარგს და ცუდს გამოყოფს, ასევე ცალკეული ცუდი თვისებების გადალახვაში ეხმარება. სხვა სიტყვებით, სანსევიერა ცუდ და ნეგატიურ ფიქრებს, განზრახვებს გაშორებთ. სწორედ ამიტომ, იქ, სადაც სანსევიერაა, როგორც ბინის მაცხოვრებლებს, ასევე სტუმრებს მხოლოდ კარგი აზრები ექნებათ.

სურნელოვანი ტეგანი

ავი თვალისა და ჯადოსგან დამცავი მცენარე თავისი თვისებებით დიდი ხანია ცნობილია. ყვავილებს ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იყენებდნენ. შუა საუკუნეებში კი ჯადოქრებისგან თავდასაცავ და ჭირის სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა.

რეჰანი

ეზოთერიკაში არომატული სანელებლის მწვანე ფოთლები გონების დამშვიდების უნარით ცნობილია. რეჰანს სამყაროსთან ჰარმონიის მოსაძებნად და ნეგატივის მოსაშორებლად იყენებენ. სამზარეულოში რეჰანი სახლს დაიცავს. ასე ყოველთვის ახალი სანელებელი ხელთ გექნებათ.

ლავანდა

დამამშვიდებელი თვისებების გამო მცენარე ეზოთერიკასა და ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ყვავილი ქოთანში, ხმელი ბალახი და ზეთი სახლში ჰარმონიას შემოიტანს. უთანხმოება და ჯადო თავისით და ძალიან სწრაფად დაიშლება. ლავანდა სახლში დატოვეთ, რომ მორიგი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. (თუ მცენარეებს და ზეთებს იყენებთ, მათი შეცვლა არ დაგავიწყდეთ).

სალბი

ალბათ, ყველაზე ცნობილი მცენარე ავი თვალის და ჯადოსგან დასაცავად – ეს სალბია. ის ცუდ ენერგეტიკას ანეიტრალებს. ჩვეულებრივ, ამ მიზნით შენობაში სალბს წვავენ. სალბის ცოცხალი მცენარე სახლში დადებით ენერგეტიკას ხელს შეუწყობს.

ბოკარნეა

მცენარე ლათინური ამერიკიდანააა, მაგრამ ნებისმიერ კლიმატს კარგად ეგუება, თოვლიანის გარდა. სპეციფიკური გარეგნობის მიუხედავად, რომელსაც ინტერიერში ტროპიკული მოტივები შემოაქვს, კიდევ ერთი მიზეზი არსებობს, რომ ბოკარნეა თქვენი სახლის გასაფორმებლად გამოიყენოთ. მცენარე ავი თვალისა და ჯადოსგან დასაცავად სახლის ენერგეტიკას წმენდს და ნაწილობრივ დადებითად აქცევს.

დრაცენა

დრაცენა ცნობილია, როგორც ჰაერის გამწმენდი მცენარე. ერთი ხე საკმარისია, რომ ჰაერი სუფთა გახდეს. მცენარეს ავი თვალისა და ჯადოსგან დასაცავად მსგავსი პრინციპით იყენებენ. ითვლება, რომ ის სახლს ნეგატიური ენერგიისგან წმენდს, ჯადოს, ავ თვალს და სხვა შავ მაგიას აქრობს.

კალანჰოე

იგივე ეხება კალანჰოესაც. მცირე ზომის მიუხედავად ყვავილი ნეგატიურ ენერგიას შთანთქავს და ჯადოს ანეიტრალებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს